წყალქვეშა ტრაგედია პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებულ ობიექტზე
წყალქვეშა ტრაგედია პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებულ ობიექტზე
მსოფლიოში ყველაზე ღრმად მყვინთავ საიდუმლო რუსულ აპარატში ხანძარმა და დაკვამლიანებამ 14 მაღალი რანგის სამხედრო მეზღვაური, მათ შორის ორი რუსეთის გმირი იმსხვერპლა...

"ლოშარიკი" ყველაზე გასაიდუმლოებულ რუსულ წყალქვეშა აპარატს საბჭოთა მულტფილმის გმირის მიბაძვით არაოფიციალურად ეწოდა და ის ბოლო 15 წელი აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების თავსატეხი იყო, რადგან დაუზუსტებელი მონაცემებით, ზღვაში თითქმის 6 ათას მეტრ სიღრმეზე შეეძლო ჩასვლა, მაშინ როდესაც თანამედროვე ატომურ წყალქვეშა ნავებს მხოლოდ 500-600 მეტრ სიღრმემდე თუ შეუძლიათ ჩაყვინთვა.

1-ლ
ივლისს ბარენცის ზღვაში წყალქვეშა გამოკვლევების დროს რუსულ საიდუმლო წყალქვეშა ნავ "ლოშარიკზე" აკუმულატორების ნაკვეთურში გაჩენილი ხანძრის კვამლმა 20-კაციანი ეკიპაჟი მოწამლა, რომელთაგან 14-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პრეზიდენტმა პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ეს ფაქტი ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადეს, რადგან 14-ვე დაღუპული სამხედრო მეზღვაური წოდებით პირველი რანგის კაპიტანი (სახმელეთო
ჯარების პოლკოვნიკის შესატყვისი) იყო, მათგან ორს კი რუსეთის გმირის წოდებაც ჰქონდა.

საიდუმლო წყალქვეშა აპარატის ბორტზე ამდენი მაღალი წოდების საზღვაო ოფიცრის ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ "ლოშარიკი" ძალზე მნიშვნელოვან და ამასთანავე, განსაკუთრებით გასაიდუმლოებულ ოპერაციას ატარებდა.
"ლოშარიკი" ფორმით, სავარაუდოდ (სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი ზუსტი ფოტო საინფორმაციო სივრცეში არ გავრცელებულა, რადგან ის დიდი ატომური წყალქვეშა ნავის ძირზეა "მიკრული" და ზედაპირზე არ ამოდის), ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავს ჰგავს, თუმცა მისი ტიტანის კორპუსის ქვეშ რამდენიმე სფეროა ერთმანეთს მიბმული, რაც ძალიან დიდ სიღრმეზე ჩაყვინთვის საშუალებას იძლევა. "ლოშარიკი" ატომური ძრავით არის აღჭურვილი, რაც ხანგრძლივ ავტონომიურ მოქმედებას უზრუნველყოფს. მას დისტანციურად მართვადი მანიპულატორებიც აქვს, რაც ძალიან აშინებს ამერიკელ მეზღვაურებს, რადგან "ლოშარიკით" რუსეთის დაზვერვას თითქმის ნებისმიერი წყალქვეშა კაბელის გადაჭრა ან მასზე ინფორმაციის მოსაპოვებელი სპეციალური აპარატურის დამაგრება შეუძლია.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ეჭვობენ, რომ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში "ლოშარიკი" შეიძლება უახლეს საიდუმლო რუსულ ატომურძრავიან ტორპედო "პოსეიდონს" ეძებდა, რომელმაც გამოცდისას ავარია განიცადა.


ddd
22 აგვისტო 2019 10:23
ძაღლი მიაკვდათ სულში
...
20 ივლისი 2019 11:39
დარწმუნებული ვარ "ლოშარიკი"-ს ეკიპაჟის დაღუპვა დაკავშირებულია ზესაიდუმლო სამხედრო ექსპერიმენტის სავალალო შედეგთან. წყალქვეშა გემი "ლოშარიკი" წარმოადგენს განსაკუთრებული ტიპის სამაშველო - სადივერსიო (ორმაგი დანიშნულების) წყალქვეშა აპარატს, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვვებში იყენებენ. მიაქციეთ ყურადღება პუტინის საგარეო ვიზიტებს "ლოშარიკი"-ს ეკიპაჯის დარუპვისთანავე და ინტერვიუებში წამოცდენილ ფრაზებს (რომის პაპი ეუბნება პუტინს ილოცე ჩემთვისო...) ვფიქრობ, იმ ზესაიდუმლი ექსპერიმენტის კონტროლიდან გამოსვლის შედეგი გლობალურ საშიშროებას შეიცავს... ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსალოდნელი შედეგის შესახებ ტრამპიც სასწრაფოდ ჩააყენეს საქმის კურსში (როგორც ინტერნეტზე განთავსებული ინფორმაციებიდან ირკვევა). მოკლედ, რუსეთი სიკვდილს ეთამაშება, პუტინი შეპყრობილია მანიაკალური აზრით "აღადგინოს საბჭოთა კავშირი", უფრო სწორად კი რუსეთის იმპერია და ამის გამო კარგავს რეალობის შეგრძნებას და გარკვეულწილად ადექვატურობასაც, მისი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა რეალურ საშიშროებას უქმნის მთელ მსოფლიოს.
ადამიანი
14 ივლისი 2019 16:46
საწყალი კანადელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები შვედები ან დანიელები.... გაჭირვებულები... როგორ შეედრებიან რუსეთს.....რაკეტების , ბომბების და ტანკების რაოდენონით. სამაგიეროდ რუსეთი ვერ შეედრება ამ ქვეყნებს(ვერც კი მიუახლოვდება) კეთილდღეობაში, ეკონომიკაში და ყველაფერში რაც ადამიანს ბედნიერად ცხოვრებისთვის ჭირდება .

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები