რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსულმა საფრენმა აპარატმა სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა.რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.როგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია."ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს," - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში."ინტერპრესნიუსი"