რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია - კვირის პალიტრა

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსულმა საფრენმა აპარატმა სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა.

რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს," - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"