"ნავთობის დიდი ომის" დაწყების საფრთხის წინაშე...
05-10-2019
"ნავთობის დიდი ომის" დაწყების საფრთხის წინაშე...
"არაბებმა ნივთმტკიცებად წარმოადგინეს იმ ირანული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტები, რომლებითაც მათ ნავთობტერმინალებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა"

რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის ორ მსხვილ ნავთობტერმინალზე განხორციელდა საჰაერო დარტყმები, რომლებშიც დრონების გარდა ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საჰაერო დარტყმების "ავტორობა" მაშინვე თავის თავზე აიღეს იემენელმა ჰუსიტებმა, თითქმის ეჭვგარეშეა, რომ სამხედრო და ტექნიკური თვალსაზრისით ასეთი რთული და ზუსტი წერტილოვანი საჰაერო დარტყმები (რომელშიც ირანული წარმოების 18 დრონი და ოთხი ფრთოსანი რაკეტა მონაწილეობდა)
შეიძლებოდა ჰუსიტებზე უკეთ მომზადებულ ძალას, კერძოდ - ირანის ისლამური რესპუბლიკის რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს განეხორციელებინათ.

საუდის არაბეთის სამხედროებმა საჰაერო თავდასხმის მონაწილე დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტები შეაგროვეს, სახალხოდ გამოფინეს და აშკარად წარმოაჩინეს მათი ირანული წარმოშობა.

ნათლად იკვეთება ირანის ხელისუფლების ინტერესი - მოიშალოს ნავთობის ბაზარი. აშშ-ის მკაცრმა
სანქციებმა, რომლებიც ირანის მოპოვებული ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვას აფერხებს, შეიძლება ოფიციალურ თეირანს ვა-ბანკისკენ უბიძგა - თუ მე არ მაყიდინებთ ირანულ ნავთობს, მაშინ ვერც საუდის არაბეთის ნავთობი იპოვის მყიდველს!

მთელი მსოფლიო ელოდება, რომ საუდის არაბეთი აშშ-ის მხარდაჭერით შურს იძიებს და საპასუხო დარტყმას მიაყენებს ირანის ინფრასტრუქტურას, უპირველესად კი - ირანულ ნავთობტერმინალებს.

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალს ასეთი უზუსტესი საჰაერო დარტყმები მიაყენეს იმ დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა, რომელთა აღმოჩენილ ფრაგმენტებში ნათლად იკვეთება ირანული

არსებობს საფრთხე, ეს ყველაფერი გადაიზარდოს "ნავთობის დიდ ომში", რომელიც მთელ მსოფლიოს შეეხება, უპირველესად - ნავთობპროდუქტებზე ფასების კატასტროფულად ზრდით.

საქართველოში ამას უკვე მივეჩვიეთ - როგორც კი ახლო აღმოსავლეთში ვინმე "დააცემინებს", ჩვენებური "ბენზინის მეფეები" მზად არიან, საწვავის ფასი მაშინვე გაზარდონ, თუმცა "ნავთობის დიდი ომის" დაწყების შემთხვევაში საქართველოს მხოლოდ ბენზინის ფასის გაზრდა არ ემუქრება.

ირანი ესაზღვრება სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას - სომხეთსა და აზერბაიჯანს და ირანის მასობრივ საჰაერო დაბომბვას შეიძლება ათიათასობით ლტოლვილი მოჰყვეს, რომლებიც თავის გადარჩენას სწორედ სომხეთისა და Aაზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთით ეცდებიან. თუკი მათ ეს მოახერხეს, მაშინ ირანელი ლტოლვილები გამოჩნდებიან საქართველოს ტერიტორიაზეც, მით უმეტეს, რომ ირანელებს თბილისში ისედაც კარგად აქვთ ფეხი მოკიდებული და ლტოლვილი თანამოქალაქეების შეფარება-დაბინავებაში იაქტიურებენ.

კიდევ ერთი საშიშროებაა ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ირანის ტერიტორიაზე ნავთობტერმინალებისა და ბირთვული რეაქტორების განადგურებას, თუკი ქარი სამხრეთ კავკასიის მიმართულებით დაუბერავს.

სამაგიეროდ, ფაქტობრივად, ქრება მესამე საფრთხის ალბათობა, რომ აშშ ირანს საჰაერო დარტყმებს საქართველოს ტერიტორიიდან მიაყენებს. ამ ხმებს განზრახ ავრცელებენ, განსაკუთრებით - რუსული მასმედიით.

საქართველოს ირანთან საერთო საზღვარი არა აქვს და ამერიკელ პილოტებს საქართველოდან ირანის ჩრდილოეთით შეფრენა ძალიანაც რომ უნდოდეთ, მათ ჯერ სომხეთის ან აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე უნდა გადაკვეთონ, ანუ ირანს თავს ამ ქვეყნებიდან უნდა დაესხნენ.
ვინ მოიგებს, თუკი ირანი და საუდის არაბეთი ერთმანეთის დაბომბვას დაიწყებენ, "ნავთობის დიდ ომში" ირანის წინააღმდეგ აშშ-იც ჩაერთვება და ხელს გამოიღებს ისრაელიც, რომელიც ათწლეულებია, ირანის "დასჯაზე" ოცნებობს? რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება! უპირველესად იმიტომ, რომ ნავთობის გაზრდილი ფასი (შეიძლება ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარსაც ასცდეს!) რუსეთს დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს და გააძლიერებს მის ბიუჯეტს, რომლის ლომის წილი ახალი შეიარაღების შესყიდვაზე იხარჯება.

და მეორე - ირანთან არცთუ სახუმარო ომში ჩარეული აშშ (რომელსაც ჯერ ვერ მოუგვარებია ვითარება ავღანეთსა და ერაყში) ვეღარ მოიცლის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერებისა და აღმოსავლეთით გაფართოებისთვის, რასაც კრემლში ასე უფრთხიან, ანუ განმეორდება თითქმის ოცი წლის წინანდელი ისტორია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით აშშ ავღანეთის ომის "ჭაობში" ჩაეფლო და აღარ იცის, როგორ გამოვიდეს ამ რთული მდგომარეობიდან. ნაცვლად იმისა, რომ თავისი რესურსები ნატოს გაძლიერებისა და აღმოსავლეთ ევროპაში, შავი ზღვის რეგიონში და თუნდაც სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის სფეროების გაფართოებისთვის გამოეყენებინა, მან ათეულობით მილიარდი დოლარი ავღანეთის მთებში თალიბების დევნაში გაანიავა.
მედეა
06 ოქტომბერი 2019 19:00
ისე არა წვიმს, როგორც ქუხს. იქნებ უკეთესიც კი იყოს ეს ჩვენთვის. მთელი მსოფლიო დიდი სახელმწიფოების ორომტრიალში იქნება ჩართული და ჩვენისთანა ლიფსიტებისთვის არ ეცლება, თანაც მდებარეობა გვაქვს ისეთი, რომ ბაჟის ფასის აწევაც დიდ შემოსავალს მოგვცემს. მთავარია დაპირისპირებულ მხარეთა შორის ლ ა ვ ი რ ე ბ ა . არცერთი არ უნდა გავანაწყენოთ, ბ ა ჟ ი ყველას თანაბრად ავართვათ. ომები გამდიდრების კარგი საშუალება რომ არის, იმიტომაც ხდება.
DDD
06 ოქტომბერი 2019 11:05
ნატო!

ეს იმიტომ, რომ все гениальное, просто.
გიგასთვის ეს "სემიჩკის" ჭამაზე იოლია.

გიგა!

თუ ძმა ხარ, ბარემ გაგვანათლე, რუსეთი რომ დაიშლება და კავკასიაში კავკასიის ხალიფატი შეიქმნება, ჩვენ რა გვეშველება?
თურქეთზე არაფერს ვამბობ, ის ცივილურია, განვითარებული, შეგნებული და ცუდს არაფერს იზავს.
კიდევ სომხების საკითხია გასარკვევი - ჯავახეთში არაფერი მიჰქარონ.
ეს საკითხი მაწვალებს დიდი ხანია და ამოხსნა ვერ ვუპოვე.
თუ ღმერთი გწამს, ნუ დამზარდები!
Russ
05 ოქტომბერი 2019 12:57
Irani tavad amas ver gabedavda, faqtia rom mas yavs mekavshire an camqezebeli didi albatobit es scored ruseti sheizleba iyos radgan dabali fasi navtobze, sanqciebi da shecherebuli proeqtebi ziravs rusetis ekonomikas. Putins chrdilokoreeli kimis msgavsad ukve shearqves “raketebis kaci” rogorc chans misma raketebma satanado efeqti ver sheizina da rusuli ekonomika chazirvas ganagrzobs.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები