თავდაცვის ძალებს 35 მლნ დაუმატეს
თავდაცვის ძალებს 35 მლნ დაუმატეს
"საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების ხელფასს მომავალი წლიდან 100-დან 500 ლარამდე დაემატება"

საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური პრობლემების ფონზე, როდესაც ლარიც უფასურდება, მნიშვნელოვანი ხდება იმ სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება, რომლებიც ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველ ვარიანტში, რომელიც განსახილველად პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებს წარედგინა, გათვალისწინებული იყო, რომ მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს 790 მლნ ლარი მიეღო, შსს-ს - 643 მლნ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 123 მლნ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ
სამსახურს - 55,5 მლნ, დაზვერვის სამსახურს - 13,5 მლნ, ხოლო ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს - 6,3 მლნ.

როგორც ყოველ წელს ხდება, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებმა ფინანსთა სამინისტროს თავიანთი ბიუჯეტის გაზრდა მოსთხოვეს.
ახალდანიშნული თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 2018 წელს 820 მლნ ლარი იყო, წელს
845 მლნ-ია, ხოლო მომავალ წელს ის 35 მლნ-ით გაიზრდება და 880 მლნ ლარი იქნება, ანუ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ 790 მლნ-იან დაფინანსებას თავდაცვის სამინისტროსთვის 70 მლნ ლარი დაემატა.

თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი პირადი შემადგენლობის ხელფასების ზრდაზე დაიხარჯება და სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასს, წოდებისა და რანგის გათვალისწინებით, 100-დან 500 ლარამდე დაემატება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც მუდმივად მოითხოვდა უმცროსი რანგის ოფიცრების ანაზღაურების გაზრდას, რათა მომზადებული კადრები თავდაცვის ძალებიდან არ წასულიყვნენ.

გარდა ხელფასების ზრდისა, მომავალ წელს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 28 მლნ-ის ნაცვლად 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც ყაზარმების, ტუალეტების, საშხაპეების, სასადილოების რემონტს მოხმარდება; გაუმჯობესდება სამხედროთა კვების რაციონი; თანხა გამოიყოფა უფრო ხარისხიანი სამხედრო ფორმისა და `ბათინკების~ შესაძენადაც.

ახალი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ეროვნული სამხედრო წარმოების განვითარებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწვევის სისტემის დასახვეწად კი ყველა რაიონში დაგეგმილია სპეციალური ოფისების გახსნა.

გეგმა ბევრია, თუმცა როგორ შესრულდება ისინი და გამიზნულად დაიხარჯება თუ არა 2020 წლის ჯერ დაუმტკიცებელი ბიუჯეტი, მომავალი გვიჩვენებს.

P.S. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეებს საინტერესო სიურპრიზი შესთავაზა - მათთვის ხელფასზე 100-დან 500 ლარამდე დამატება ახალი, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს ორი თვით ადრე მოხდეს და უკვე 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან მათ ხელფასები გაეზრდებათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები