ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი დაიწყო მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა "მარმალზე“ სტუმრობით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან ერთად ჩავიდა.

გერმანულ ბაზაზე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალთან, ბრიგადის გენერალ იურგენ ბროტსთან შეხვედრაზე მხარეებმა ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა ბაზა "მარმალზე" დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ბაზა "მარმალზე“ სტუმრობის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"ინტერპრესნიუსი"