პატრული - მიტინგზე, დეტექტივები - მიტინგზე, სპეცრაზმელები - მიტინგზე...
09-12-2019
პატრული - მიტინგზე, დეტექტივები - მიტინგზე, სპეცრაზმელები - მიტინგზე...
"ერთმა სპეცრაზმელმა კბილებში გამოცრა, მე რა მიშავს, 2007და 2011 წლების მიტინგების დაშლისას ნიღაბი მეკეთა, მაგრამ დღეს რომ ოპოზიციის ლიდერები­ პარლამენტთან მაწვებიან და მაგინებენ, ეგენი არ იყვნენ "ნაციონალების" ხელისუფლებაში, როცა სპეცრაზმის ბიჭებს ანთებული თვალებით გვმოძღვრავდნენ იმდროინდელი­ ოპოზიციის წინააღმდეგ - დაჰკათ მაგათ, გადაუარეთო?!"

მიუხედავად აცივებისა, საქართველოში­ გრძელდება პერმანენტული საპროტესტო აქციები და თუკი აქამდე ოპოზიციის მთავარი სამიზნე დედაქალაქის ცენტრში­ პარლამენტის შენობა გახლდათ, დღეს ოპოზიცია "წერტილოვანი" დარტყმებით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფისებს უტევს.

მართალია, ოპოზიციამ მოქმედების ტაქტიკა ოდნავ შეცვალა (მთავარ სამიზნესთან - პარლამენტთან ოპოზიციონერი ლიდერები კიდევ არაერთხელ გამოჩნდებიან), მაგრამ ეს სამართალდამცველებისთვის დიდ შეღავათად ვერ იქცა, რადგან თუ შსს-ს­ თანამშრომლების უმრავლესობა­ აქამდე პარლამენტის შესასვლელებთან ეღობებოდა ოპოზიციას, დღეს რეგიონებში­ საკრებულოების, მერიებისა თუ სახელისუფლებო დეპუტატთა ოფისების შესასვლელებს იცავენ.

ამას დაემატა უფრო
საშიში პრეცედენტებიც - სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარი მომიტინგეების ფიზიკური დაპირისპირება და მათი გაშველებაც­ ისევ პოლიციელებს უხდებათ. ამიტომ ყველაზე მეტი კანონდამცველ­ებს ხვდებათ როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, არც ცოც­­ხები თუ ბოთლები აკლიათ და არც ვინმეს­ დაკავების შემდეგ ლანძღვა-გინება. შსს-ს დამცველებად ჩვენ ვერ და არ გამოვდგებით, მაგრამ ფაქტია, ასეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც ევალება ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიული ამოცანების შესრულება, რაზეც თითოეული ჩვენგანის­ უსაფრთხოებაა დამოკიდებული, რესურსების დიდ ნაწილს მიტინგების დაშოშმინებაში ხარჯავს. მიტინგებზე წესრიგის დასაცავად მობილიზებული­ პატრულის ეკიპაჟები აკლდება გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას, რაც შეიძლება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახოს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, იმის მაგივრად, რომ უბნებში დანაშაულის ფაქტებს იძიებდნენ, იძულებული არიან, პარლამენტთან ღამეები ათენონ, რადგან რომელიღაც ოპოზიციის ლიდერმა საღამოს დაიქადნა, დილით პარლამენტი ჩვენი იქნებაო. დაცვის პოლიცია ობიექტების დაცვის ნაცვლად პარლამენტის გარშემო "ცოცხალ კედლად"­ არის ჩამწკრივებული...

და, რაც მთავარია - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელ­ები, იმის მაგივრად, რომ ოკუპაციის ხაზზე­ ღამით ყინვაში მორიგეობის შემდეგ­ ისვენებდნენ, მომიტინგეებს პარლამენტთან ღამეებს უთევენ. ხელისუფლების პოლიტიკის ქუჩაში გაპროტესტება დემოკრატიული ქვეყნებისთვის უჩვეულო არ არის და არც საქართველოა გამონაკლისი, მაგრამ პარლამენტთან პერმანენტული საპროტესტო აქციები შენობაში შეჭრისა­ და ბლოკირების მცდელობით ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობის საპასუხო რეაქციას იწვევს, ზოგჯერ - ძალის­მიერი მეთოდებითაც, რასაც, ძირითადად, შს სამინისტროები აკეთებენ. ღმერთმა დაგვიფაროს, ამისთვის მათ თავდაცვის სამინისტროს დახმარება დასჭირდეთ. საქართველოს ისედაც ბევრი პრობლემა­ აქვს, მაგალითად ნაწილობრივი­ ოკუპაც­იაც­ კმარა და ქვეყნის რესურსებს გაფრთხილება და სწორი მიმართულებით თავმოყრა სჭირდება.

P.S. ოკუპაციის ხაზის საგუშაგოზე მორიგეობიდან დაბრუნებულმა და დასვენების ნაცვლად მიტინგზე გაგზავნილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელმა საუბრისას კბილებში გამოცრა, მე რა მიშავს, 2007 და 2011 წლების მიტინგების დაშლისას ნიღაბი მეკეთა, მაგრამ დღეს რომ ოპოზიციის ლიდერები­ პარლამენტთან მაწვებიან და მაგინებენ, ეგენი არ იყვნენ "ნაციონალების" ხელისუფლებაში, როცა სპეცრაზმის ბიჭებს ანთებული თვალებით გვმოძღვრავდნენ იმდროინდელი­ ოპოზიციის წინააღმდეგ - დაჰკათ მაგათ, გადაუარეთო?!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელი განსაზღვრება შეეფერება დღეს ქართველ ხალხს?