ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები - კვირის პალიტრა

ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ქართველი სამხედროები დაშავდნენ.

Associated Press-ის ინფორმაციით, ბაზასთან მდებარე სამედიცინო პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააქტიურა.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე გახდა სამედიცინო ცენტრი, რომელიც ახლა შენდება და ავღანელ ხალხს მოემსახურება. თავდაპირველი ინფორმაციით, ბაზას საფრთხე არ შექმნია.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული. გაგრძელება