ახალი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომარი" ექსპორტზე გადის
ახალი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომარი" ექსპორტზე გადის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე აქტიური მუშაობის შედეგად სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტასა" და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით ახალი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გავა.

უწყების ცნობით, რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომარის" პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება.

"თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით 2018 წელს სსსტც "დელტას" სპეციალისტების მიერ ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომარის"
ბაზაზე 120 მმ კალიბრიანი მობილური ნაღმმტყორცნის პროტოტიპი დამზადდა, რომლის პირველი საჯარო ჩვენება საერთაშორისო სამხედრო გამოფენა IDEX 2019 ზე გაიმართა. 120 მმ კალიბრიანი ნაღმმტყორცნით აღჭურვილი "მეომარის" დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო
უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. პოტენციური შემკვეთის სურვილის მიხედვით საბრძოლო მანქანის დაკომპლექტება შესაძლებელია სხვადასხვა მოდელის შიდა და გარე კავშირის რადიოსადგურებით, გლობალური ნავიგაციის სისტემით, ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემით (GPS/INS), კონსტრუქციაში ჩაშენებული ან სწრაფმოხსნადი ცეცხლის მართვის სისტემებით (MFCS), ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მართვის, კავშირის და ინფორმაციის გაცვლის C2/C3/C4/C4i სისტემებით", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.




სოსო
09 მარტი 2020 10:23
ალბათ პანტიკო უნდა დააბრუნონ მმართველად.ძალიან მაგარი მმართველა და ორგანიზატორია.
Tbilisi
05 მარტი 2020 13:26
ბოლო გაფართხალებაა, დელტას უვარგისმა ხელმძღვანელობამ გრძელი ძოძუაშვილის თამადობით გააქცია პროფესიონალები და ვინც არიან 1000 ლარს არ ააცილა ~, სამაგიეროდ თვითონ შეიქმნა საახლობლო საძმაკაცო ბუდე და ჩაკეტილ წრეში იყო მარტო ნორმალური პირობები, ასე შორიდან და დისტანციურად დელტა ნასა გეგონებათ მაგრამ ჩვეულებრივი ქართული ნაგავია, ხო და როგორც იქნა ბოლო 7 წელში რაღაცა სასიკეთო მოხდა ამ დაწყევლილ ორგანიზაციაში გრძელი ძოძუაშვილი მოხსნეს და გააგდეს დელტადან, იმედია ოდნავ პრაგმატულ ადამიანს დანიშნავეთ თორემ 2-3 წელში ელიავას ცეხსაც ვეღარ გაუწევს ამხელა ქარხანა კონკურენციას.
gia
04 მარტი 2020 10:00
მადლობა მიშას

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?