კრემლის კატეგორიული მოთხოვნა: "შეგვიშვით ლუგარის ლაბორატორიაში დასავლელი ექსპერტების გარეშე" (?!)
01-06-2020
კრემლის კატეგორიული მოთხოვნა: "შეგვიშვით ლუგარის ლაბორატორიაში დასავლელი ექსპერტების გარეშე" (?!)
"რუსეთი, რომელსაც საბჭოთა მემკვიდრეობიდან არაერთი სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორია დარჩა, ისევ თბილისის ლუგარის ლაბორატორიის თემით სპეკულირებს..."

26 მაისს მსოფლიოს ათობით ქვეყნის ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობის­ აღდგენის დღეს ულოცავდა, რუსეთის დედაქალაქიდან კი თბილისს მუქარანარევი­ ოფიციალური ნოტა გამოუგზავნეს - სასწრაფოდ დაუშვით რუსი ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიაშიო. ეს უბრალო მოთხოვნა როდია! რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში დაზუსტებულია, რომ რუს ექსპერტებს აუცილებლად უნდა მიეცეთ უფლება, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსი, თანაც მხოლოდ ქართველ სპეციალისტებთან­ ერთად, ანუ იქ არ
უნდა იყვნენ არც უცხოელი სპეციალისტები და არც - საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები!

უტიფრობაც არის და უტიფრობაც! ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება არასდროს გაუფორმებია, კატეგორიულად ითხოვს, შეამოწმოს ლუგარის ლაბორატორია და არად დაგიდევთ, რომ ამის არც სამართლებრივი უფლება აქვს და არც - მორალური,
თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო წლებში მიზანმიმართულად ავრცელებს ათასნაირ ჭორს ამ ლაბორატორიის საქმიანობაზ
ე; ამასთან, 2018 წლის 14-15 ნოემბერს ქართული და გერმანული მხარეების ხელმძღვანელობით ლუგარის ლაბ­ორატორიაში ჩატარდა საერთაშორისო ვარჯიში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოცამდე ქვეყნის სპეციალისტებმა, მაგრამ მათ შორის რუსი სპეციალისტები არ ყოფილან და არა იმიტომ, რომ არ მოვიწვიეთ - პირიქით, ისინი ოფიციალურად გახლდნენ მოწვეული, მაგრამ მაშინ კრემლმა არავის გამოგზავნა არ ისურვა, დღეს კი აქეთ გვედავებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალზე ოპერატიულად, 27 მაისის­ დილას, მოსკოვს გასცა ოფიციალური პასუხი: "საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პას­უხისმგებელი წევრი, მზად იყო წინა წლებში და მზად იქნება მომავალშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებიც დაიშვებიან შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაში, თუმცა ეს ვიზიტები შეიძლება განხორც­იელდეს მხოლოდ კონვენციის მექანიზმების­ შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში საქართველო მზად არის, განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად. რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირებისა და მის ინფრასტრუქტურაში მიმდინარე კვლევების დაკნინება, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას... მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის წინაშე ორმხრივი იურიდიული ვალდებულება არ გააჩნია, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში რუსი ექსპერტების მონაწილეობითაც".

რუსეთი, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემია ყოველდღიურად 10 ათასამდე მოქალაქეს აავადებს (არადა დიდია ეჭვი, რომ კრემლი ციფრს ამცირებს და რეალურ კატასტროფულ ვითარებას მალავს), ცდილობს, ეს მისთვის მტკივნეული თემა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ახალი ჭორების აგორებით ოდნავ მაინც შენიღბოს, თუნდაც მხოლოდ რუსეთის მოსახლეობისთვის, რომლის უმრავლესობა კრემლის ბინადართ უსვამს ლოგიკურ კითხვას: "რატომ აგებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას "ყოვლისშემძლე იმპერატორის" - პუტინის მთავრობა?!"
ლუგარის ლაბორატორიაში მხოლოდ რუსი სპეციალისტები რომც დავუშვათ, კრემლი ამ თემით სპეკულირებას მაინც არ შეწყვეტს და ახალი საბაბის ძებნას დაიწყებს.
...
20 ივნისი 2020 11:04
რუსის მთავრობამ თავის ქვეყანას მიხედოს
ზურაბი
18 ივნისი 2020 21:50
თავიანთ ლაბორატორიებს მიხედონ ცოტახნის წინ რაღაც რო აუფეთქდათ და რადიაციით რო დასვარეს მთელი რუსეთი
ნანა
11 ივნისი 2020 23:22
ტერიტორიების დაბრუნების მერეც არ არიან იქ შესაშვები,არ გვაძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას,ნაცისტი ერია

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?