"დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია"
"დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია"
დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. მისი თქმით, ეროვნული თავდაცვის ათწლიანი სტრატეგია შემუშავდება, რომელიც თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების გეგმა იქნება.

"დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ძლიერია. თუმცა, ჩვენი თავ
დაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით მიმდინარეობს ათწლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა. ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა, მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი
თქმით, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს, წარმოადგენს თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკევეთების დაქვეითება.

"ბოლო პერიოდში გააქტიურდა და პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს, როგორც უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უწყების დისკრედიტირების მცდელობის კამპანია, მასში ჩართული ძალები არ ერიდებიან მდარე ხარისხის დეზინფორმაციის ტირაჟირებას, რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის კამპანია უხამს ფორმასაც იძენს - სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების, საათების თუ სადეზინფექციო ხსნარის შეძენის საკითხით მანიპულირებენ. ჩვენში განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკევეთების დაქვეითება. აღნიშნული მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა თავდაცვის ძალების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების მხრიდან გამოვლენილი მაღალეფექტური რეაგირების ფონზე. დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში, დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალებისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მიზანია, მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება. რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი მთავარი იდეის და მიზნის - ჩრდილოატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას და საბოლოოდ, თავდაცვისუნარიანობის მოშლას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


giga
09 აგვისტო 2020 17:36
როგორ არის უფრო ძლიერი ? შეიარაღებაში ფულს არ ხარჯავთ, არ ცდილობთ მოდერნიზაციას და რა ტექნიკაც გვქონდა იგივე გაქვს. რითია ძლიერი ?
მაიზერი
13 ივლისი 2020 09:17
თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, ყველა მოადგილე, ყველა სარდალი, ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსი, ბატალიონისა და ასეულის მეთაურები უნდა იყვნენ სუფთა წარსულის ღირსეული ოფიცრები, მცოდნეები, გამოცდილები, ავტორიტეტული ლიდერები მათი უმწიკვლო წარსულის გამო, ჯარს უნდა უყვარდეს მისი ხელმძღვანელი და ის ხელმძღვანელი განსხვავებით ღარიბაშვილისა, ჯარიდან უნდა მოდიოდეს და არა ბანკიდან!!!
ჯკრო
12 ივლისი 2020 21:47
დღევანდელი ჯარი ბევრად ძლიერია 1913 წელს არსებული ჯარზე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები