ავღანეთში ამერიკელებზე (და ქართველებზეც) თავდასხმებს "თალიბებს" მართლაც რუსული ГРУ უკვეთდა?!
06-07-2020
ავღანეთში ამერიკელებზე (და ქართველებზეც) თავდასხმებს "თალიბებს" მართლაც რუსული ГРУ უკვეთდა?!
"პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სერიოზული ტალღა გორდება, რომელსაც შეიძლება მისი პოლიტიკური მომავალი შეეწიროს"

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსმა" 26 ივნისს გამოაქვეყნა სენსაციური მასალა, თითქოს რუსეთის სამხედრო დაზვერვა - ГРУ აფინანსებდა "თალიბებს", რათა ისინი ავღანეთში თავს დასხმოდნენ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ამერიკულ საავტომობილო კოლონებს.
"ნიუ-იორკ თაიმსის" მტკიცებით, დაზვერვამ ეს ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტს მიაწოდა, პრეზიდენტი ტრამპი კი ამტკიცებს, რომ მისთვის არაფერი უცნობებიათ, რადგან ეს ინფორმაცია ტყუილია და ასეთ სიცრუეს გაზეთი მიზანმიმართულად ავრცელებს.

ის, რომ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ემტერება "ნიუ-იორკ თაიმსს", არახალია და შეიძლება ვიფიქროთ, რომ "ნიუ-იორკ თაიმსმა" დემოკრატიული პარტიის გულის მოსაგებად მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ტრამპის პოლიტიკურ მომავალს განზრახ მიაყენა დარტყმა, მაგრამ ამ ამერიკულ გამოცემას მოჰყავს კონკრეტული ფაქტები, რომელთა უკან ის ამერიკელი მზვერავები არიან, რომლებსაც ძალიან
უნდათ, მთელმა ამერიკამ გაიგოს, რომ ავღანეთში მათ მამებსა და შვილებს "თალიბები" რუსული ფულის გამოც ესვრიან. საქმე ის არის, რომ ავღანეთში დაკავებულია რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც ადასტურებენ რუსულ ГРУ-სთან დაკავშირებული წრეებიდან დიდი თანხის ჩარიცხვას.

რუსული სამხედრო დაზვერვის მთავარი მიზანი შეიძლება ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების გაგრძელება ყოფილიყო, რადგან ამერიკელები და "თალიბანის" ერთი ფრთა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

თუკი დადასტურდა, რომ ავღანელ "თალიბებს" მართლაც კრემლიდან აფინანსებდნენ და პრეზიდენტმა ტრამპმა ეს იცოდა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა, ეს აშშ-ში პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და ტრამპს შეიძლება იმპიჩმენტიც კი დაემუქროს.

ისე, ლოგიკურია, პუტინის ხელისუფლებას ხელს აძლევდეს ავღანეთის 19-წლიანი ომის ჭაობში ამერიკელების უფრო ღრმად ჩაფლობა. არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინი იმ კა-გე-ბეს "შვილია", რომელსაც ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 1979-89 წლებში ავღანეთში ფარული ომი მოუგო. მაშინ ამერიკული სპეცსამსახურები ავღანელ მოჯაჰედებს მათ ქვეყანაში შეჭრილი საბჭოთა არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად აიარაღებდნენ, იმ ომისთვის სამაგიეროს გადახდა კი ყოველთვის იყო რუსული ГРУ -სა და კე-გე-ბეს ოცნება. ახლა, როგორც ჩანს, კრემლი ოცნების ახდენას აპირებს.

P.S. მაგრამ ავღანეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სამხედრო ავტოკოლონებზე თავდასხმების სამიზნე მხოლოდ ამერიკელები როდი არიან! საფრთხე ემუქრებათ ავღანეთში მყოფი სხვა ქვეყნების და მათ შორის - საქართველოდან გაგზავნილ სამხედროებსაც.

11 წლის განმავლობაში ავღანეთში თავდასხმების შედეგად სამ ათეულზე მეტი მებრძოლი დაგვეღუპა, სამასამდე კი დაიჭრა და ვინ იცის, იქნებ ამ თავდასხმების ნაწილი სწორედ კრემლის შეკვეთით მოაწყვეს თალიბებმა?!
teroristi
13 ივლისი 2020 07:30
ალქაიდას გახსენება ,,არ შეიძლება,, --იმიტომ რომ ეგენი ჩვენი ,,მეგობრები,, არიან ...
ჰოოდა ხომ არ შევარცხვენთ?
muamar kadafi
10 ივლისი 2020 11:04
ფერი ფერსა, გაიხსენეთ ალქაიდას შექმნა

რედაქტორის რჩევით
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები