მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ
მოქმედ და ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში ბინები გადაეცემათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე.

"თავდაცვის სმაინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მისი უწყებრივი ბინები, დღეს თავდაცვის სამინისტროში მომსახურე სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს საკუთრებაში გადასცეს. საკითხი კომისიური წესით იქნება განხილული. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო, თუმცა, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული", - განაცხადა გახარიამ.


კახა
25 ივლისი 2020 21:06
ბატონო ანზორი რა შუაში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ბინები. რაჭასთან. მაგ ბინებში წლებია ჯარისკაცები ცხოვრობენ და არა პარლამენტარები. ისინი გამოასახლონ შენ მოგცემ თუ რაგინდა რო ქნან?
ანზორი
17 ივლისი 2020 12:51
რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი ბინები გადაეცეს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ყველა უბინაოსაც, მაგრამ ჩვენ რას გვემართლებით, რომლებმაც 90-იან წლებში წავალებით ნაკოწიწები თანხა შევიტანეთ კოოპ. ბინათმშენებლობებში. შემდეგ ეს თანხა გამოიყენა სახელმწიფომ (რაჭაში მიწისძვრით დანგრეული სახლების აღდგენას მოახმარა). სახელმწიფომ აიღო შიდა ვალში და დღემდე ველოდებით მის დაფარვას. 30 წელიწადზე მეტი დრო გავიდა. ახლა იქნებ სხვა ჯგუფი ჩაგვენაცვლოს? მაგრამ არა, ჩვენს უბედურებაზე თავიანთ ბედნიერების აწყობის სურვილი უფრო ძლიერად აქვთ გამჯდარი ვიდრე სამართლიანობის გრძნობა და ამით თავის გამოჩენაც უნდათ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები