როგორ მოხვდა სოხუმში ნატოს ვაზნები - ანუ აგვისტოს ომის გამოძახილი?!
როგორ მოხვდა სოხუმში ნატოს ვაზნები - ანუ აგვისტოს ომის გამოძახილი?!
ფოტო:ოკუპირებულ სოხუმში ნატოს სტანდარტის 5,56 კალიბრის ათიათასობით ვაზნა შეიძლება მხოლოდ აგვისტოს ომის დროს სენაკის სამხედრო ბაზიდან ალაფად გაეტანათ...
რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე რომ დროდადრო ძალიან უცნაური ამბები ხდება, უცხო არ გახლავთ, თუმცა ბოლო შემთხვევამ მაინც ყველაფერი გადაფარა.

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების შსს-მ სოხუმის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე სამი სატვირთო კონტეინერი შეამოწმა და საოცარი სურათიც მიიღო: პირველ კონტეინერში 386 ყუთი აღმოჩნდა, რომელთაგან 292-ში 7,62 მმ კალიბრის ვაზნები ეწყო, ხოლო 94 ყუთში - 5,45 მმ კალიბრის.

მეორე კონტეინერის შიგთავსი პირველისას აღემატებოდა - იქ 5,45 მმ კალიბრის ვაზნებიანი 390 ყუთი აღმოჩნდა.

მესამე კონტეინერმა კი ყველას აჯობა, რადგან იქიდან 615 ხის ყუთი გადმოტვირთეს, რომელთაგან 511 ყუთი 5,45 მმ კალიბრის ვაზნებით იყო სავსე, ორი ყუთი - 7,62 მმ-იანებით, ხოლო 102 ყუთში 5,56 მმ კალიბრის ვაზნები ეწყო!

ეს მექანიკური შეცდომა არ არის - ბოლო 102 ყუთში მართლაც ნატოს სტანდარტის
5,56 მმ კალიბრის ვაზნები ეწყო, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის, ასევე ადგილობრივი სეპარატისტების შეიარაღების საშტატო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საბჭოთა სტანდარტის 5,45 და 7,62 მმ კალიბრის ვაზნების მოხმარებაზეა გათვლილი და პოტენციური მოწინააღმდეგის-ნატოს სტანდარტის ათიათასობით ვაზნა რაში დასჭირდათ?

ყველაზე ლოგიკური პასუხი შეიძლება ის იყოს, რომ ნატოს სტანდარტის ეს ვაზნები, ისევე, როგორც საბჭოთა სტანდარტის ორ მილიონამდე ვაზნა, რომლებიც სოხუმში გახსნილ სამ კონტეინერში აღმოაჩინეს, 12 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, აფხაზმა სეპარატისტებმა რუსი სამხედროების დახმარებით ქართული არმიის სენაკის სამხედრო ბაზაზე და კოდორის ხეობაში ალაფად ჩაიგდეს ხელში, ოკუპირებულ აფხაზეთში გაზიდეს და რომელიღაც ნახევრად ფორმალური აფხაზური სამხედრო დაჯგუფება ამ საბრძოლო მასალას დღემდე კონტეინერებში მალავდა.

ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ აგვისტოს ომის დაწყებამდე ქართული არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა ამერიკული წარმოების ავტომატური კარაბინი M4, თუმცა ჯარს ის ომში არ გამოუყენებია, რადგან სამხედროები ბრძოლებში ჩვეული "კალაშნიკოვებით" ჩაერთნენ, ხოლო ახალი ამერიკული ავტომატები სამხედრო ბაზების ირაღის ოთახებში ჩაკეტეს.

გორისა და სენაკის სამხედრო ბაზებში შესულ რუს ოკუპანტებს და მათ გვერდით მყოფ ოს და აფხაზ სეპარატისტებს არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ ასე "სულგრძელად" დატოვებული ამერიკული ავტომატები და მათთვის განკუთვნილი 5,56 მმ კალიბრის ვაზნების სრული საბრძოლო კომპლექტი წაეღოთ.
ასე რომ, ოკუპირებულ სოხუმში აღმოჩენილ ნატოს სტანდარტის ვაზნებს აგვისტოს ომის "სუნი" ასდის...

P.S. სამ კონტეინერში ჩაწყობილ 1 391 ხის ყუთში, სხვადასხვა კალიბრის 2 637 430 ვაზნა აღმოჩნდა, რაც ქართული არმიის ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის ერთი საბრძოლო კომპლექტით აღჭურვისთვის იკმარებდა!
გოდერძი
20 აგვისტო 2020 10:01
ომის დაწყების წინ სამხედრო შეიარაღება უნდა გადაეტანათ სარეზერვო ტერიტორიაზე.იარაღის მოწინააღმდეგის მიერ ხელში ჩაგდებისათვის ვინმე გაასამართლეს?
sss 21
17 აგვისტო 2020 16:58
"ღმეთო ჩემო".... არც გამკვირვებია, მე მეტ სისულელესაც მოველი,. ღმერთმა ნუ ქნას კიდევ ომი მოხდეს( არააქვს მნიშვნელობა ვისთან ) უარეს ვიზამთ.
კოტე
11 აგვისტო 2020 20:56
ჯერ სად ხართ. ის ხალხი ხომ არ გამხდარA გენერლები

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები