პუტინმა ლუკაშენკო "ჩაყლაპა", ანუ რას უნდა ველოდოთ რუსეთის სრული წნეხის ქვეშ აღმოჩენილი ბელორუსისგან...
პუტინმა ლუკაშენკო "ჩაყლაპა", ანუ რას უნდა ველოდოთ რუსეთის სრული წნეხის ქვეშ აღმოჩენილი ბელორუსისგან...
ალექსანდრე ლუკაშენკო მეექვსედ გახდა ბელორუსის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ბოლო "გამარჯვება", ალბათ, უფრო დიდი დამარცხების ტოლფასია, რადგან მისი ხელისუფლება სასტიკად უსწორდება ათიათასობით მომიტინგეს, რომლებიც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ოპოზიციის მიტინგების დარბევისას სისასტიკე დღეს, სამწუხაროდ, აღარავის უკვირს, რადგან ასე ხდება თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის - დემოკრატიით ნაქებ საფრანგეთსა თუ აშშ-ში (რაღა შორს წავიდეთ, მიტინგების სასტიკი დარბევა ხომ არც ჩვენი რუსთაველის პროსპექტისთვის არის უცხო), მაგრამ მინსკსა და ბელორუსის სხვა ქალაქებში მილიცია, "ომონი", კა-გე-ბეს
სპეცრაზმები და სამხედრო დანაყოფები განსაკუთრებულ დაუნდობლობას იჩენენ და დაკავებულ მომიტინგეებს სასტიკად სცემენ. ისე, ბელორუსში დაკავებულთა ცემის ვიდეოკადრები რაღაცით ძალიან ჰგავს თბილისში 2011 წლის 26 მაისის საშინელ წვიმიან ღამეს...

ცხადია, რომ ლუკაშენკო ყველაფერს გააკეთებს, ცეცხლის გახსნასაც არ მოერიდება, რომ როგორმე­ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ვის აძლევს ხელს
მისი ჩამოგდება 26-წლიანი­ უწყვეტი მმართველობის შემდეგ? Bბუნებრივია, ბელორუსის იმ ათ თუ სულაც ასიათასობით მოქალაქეს, რომელთაც მოჰბეზრდათ "ბატკას" მეოთხედსაუკუნოვანი მეფობა, მაგრამ რომელი უცხო ქვეყნის ძალა შეიძლება იდგეს მათ უკან?

შეიძლება გაჩნდეს ილუზია, რომ ეს ძალა დასავლეთია, რომელმაც საქართველ­ოში "ვარდების რევოლუცია" მოაწყო, უკრ­აინაში - "მაიდანი" და ახლა ბელორ­უსში "კარტოფილების რევოლუციას" გეგმავს, Mმაგრამ ლუკაშენკოს ასეთ რთულ მდგომარეობაში ჩაგდების მთავარი ორგანიზატორი სწორედ რუსეთია. ის რუსეთი, რომლის პრეზიდენტ პუტინს ბელორუსი­ კოლეგა ბოლო წლების განმავლობაში საქვ­ეყნოდ ეურჩებოდა, ბოლოს კი "გაბედა"­ და რუსი დაქირავებული მებრძოლებიც დაიჭირა, რითაც კრემლი მსოფლიოს წინაშე დაამცირა.

მიუხედავად ამისა, პუტინმა პირველმა მიულოცა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება, რაც ნიშნავს, რომ კრემლი მას ძალ­აუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუმცა, სხვა საკითხია, რა ფასად დაუჯდება­ ეს ბელორუსსა და თავად ლუკაშენკოს.

საგულისხმოა, რომ მოსკოვის შემდეგ ლუკაშენკოს "გამარჯვება" ოკუპირებული სოხუმიდან და ცხინვალიდანაც მიულოცეს, რაც იმის მომასწავებელია, რომ დროთა განმავლობაში მოსკოვში ბელორუსისგან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" ოფიციალურად აღიარებას მოელიან.

აქამდე, 12 წლის განმავლობაში, ლუკაშენკო უძლებდა კრემლის ზეწოლას და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები არ უღიარებია (რაც დასავლეთის გავლენის შედეგიც გახლდათ), მაგრამ მომავალში რას იზამს პუტინისგან ასე დავალებული ბელორუსის პრეზიდენტი? თუ ლუკაშენკომ ოკუპირებ­ული ქართული ტერიტორიების დამოუკი­დებლობა აღიარა, შეიძლება მას მალე მიჰბაძონ დსთ-ის წევრმა შუა აზიის ქვეყნებმა­ ან სულაც სამხრეთ კავკასიის ერთმა ქვეყანამაც... ისე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე მიულოცეს ლუკაშენკოს მეექვსედ გაპრეზიდენტება, საქართველოს პოზიცია კი ერთი კვირის შემდეგაც უცნობია.
არა ტროლი
27 სექტემბერი 2020 10:07
100 პროცენტით დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანი არასდროს აღიარებს აფხაზეთსა და ოსეთს........... სომხეთის რა მოგახსენოთ ამ ერს რომ არა მისი ტერიტორია და პრობლემები თბილისში დიდი არმენიის დროშას ააფრიალებდნენ დიდი ხანია.....
თორელი
29 აგვისტო 2020 01:06
სამხრეთ კავსასიის მაგ ერთ ქვეყანას უღირს მესამე სასაზღვრო მეზობელთან საზღვრის ჩაკეტვა? რაღაც არამგონია ვაკუმური მდგომარეობის და შიმშილობის შიშით მაგხელა რისკზე წავიდნენ. მაგის შიში რომარქონდეთ უფრო მეტის ამბიცია და სურვილი აქვთ მაგრამ შიში ოხერია. და თუ სხვა გზა აღარდარჩებათ და აღიარებენ ეს აუცილებლად გამოიწვევს საომარ მდგომარეობამდე მისვლას და მესამე კონფლიქტს ჩვენთვის. როგორც საუკუნის უწინ
გიგა
28 აგვისტო 2020 23:57
სომხეთი ან აზერბაიჯანი თუ გაბედავს აღიარებას, საქართველოსგან ბლოკადას მიიღებენ. იგივე უნდა დაემუქროს შუა აზიას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები