თავდამსხმელს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა... - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები
თავდამსხმელს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა... - რაზე მიანიშნებს ბანკის მძარცველის ჩაცმულობა, შეიარაღება და ქცევები
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული მძარცველის მწირე ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ, 21:00 სთ-სთვის შეიძლება მცირე დასკვნების გაკეთება:

1. მძარცველს აცვია ქართული არმიის კამუფლირებული ფორმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიიღო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა.

2. ის შეირაღებულია "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით, სავარაუდოდ, დასაკეცკონდახიანი მოდელით, შეიძლება "აკს-74" მოდიფიკაციის.

3. მას ფორმაზე მორგებული აქვს განტვირთვის ჟილეტი, რომელშიც სათადარიგო მჭიდეები უწყვია, სავარაუდოდ 5,45 მმ კალიბრის ვაზნებით.

4. მარჯვენა ხელში, შავი ხელთათმანით უკავია ხელყუმბარა, როგორც ერთ-ერთი მძევალი
ამტკიცებს. უცნობია ამ ხელყუმბარის მოდელი, მაგრამ დიდი ალბათობით, ის შეიძლება ან "რგდ"-ს ან "ფ-1"-ის ტიპის იყოს, თუკი ეს უკანასკნელია, მაშინ უფრო სახიფათო სიტუაციაა, რადგან "ფ-1" ძლიერ ხელყუმბარად ითვლება და მისი ნამსხვრევები 7 მ-ის რადიუსში სრული დაზიანების გარანტიას იძლევიან (ისე ნამსხვრევების ნაწილი შეიძლება 200 მეტრამდეც კი გაიტყორცნოს), რაც
უფრო საშიშია დახურულ სივრცეში, ოთახში, სადაც მძევლები იმყოფებიან.

5. ნიღბიანი თავდამსხმელი ზის სკამზე, მაშინ როდესაც მძევლები იატაკზე სხედან, რაც კამუფლირებულფორმიან და ავტომატიან თავდამსხმელს მათი სილუეტებისგან განასხვავების და იმის გათვალისწინებით, რომ ბანკის ამ ოთახს იატაკამდე შუშები აქვს, სპეცრაზმის სნაიპერებს ზუსტი მოქმედების გარკვეულ შანსს აძლევს, მითუმეტეს, რომ ვიდეოკადრებში დაფიქსირდნენ თანამედროვე მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანებით შეიარაღებული სპეცრაზმელები.

6. ზუსტი სნაიპერული გასროლის შემთხვევაში თავდასხმელს არ ექნება არც საშუალება და არც დრო ავტომატის გამოსაყენებლად, მაგრამ მას თუ მართლაც მოხსნილი აქვს დამცველი რგოლი ხელყუმბარიდან და ის ხელიდან გაუვარდა, აფეთქება 3-4 წმ-ში მოხდება.

7. ის, რომ თავდამსხმელს ქართულდროშიანი შევრონი კამუფლირებული ფორმის მარჯვენა ხელზე უკეთია, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მას სამხედრო სამსახური აქვს გავლილი და იცის სამხედრო ფორმის ტარების წესები.

8. ის ვიდეოკადრში, როდესაც მობილური ტელეფონი მისკენაა მიმართული თვალებსაც მალავს, მიუხედავად იმისა, რომ შავი ნიღაბი მის სახესა და კისერს მთლიანად ფარავს, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უფრთხის დროზე ადრე მისი ვინაობის იდენტიფიცირებას თვალებით და ასევე ხელებით, რისთვისაც შავი ხელთათმანებიც აცვია.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (7)
solomoni
25 ოქტომბერი 2020 11:20
მეტად საჭირო ინფორმაციაა. მაგრამ, გევიხედეთ და გამოიცვალა ხელთათმანები ლურჯით.....
გიო
22 ოქტომბერი 2020 13:22
მართლა შეგერგოს მაგრად შეასრულე, იმედია შეირგებ მაგ ფულს
ავტორს
22 ოქტომბერი 2020 12:02
აკს-74 არ არსებობს
რევაზი
22 ოქტომბერი 2020 11:19
GHD-2 არის. არც რგდ-ა და არც ფ-1
არა ტროლი
22 ოქტომბერი 2020 11:05
შეგერგოს . მართლაც იდეალურად შეასრულე და სისხლი არ დაიღვარა,
taso
22 ოქტომბერი 2020 10:33
იყო ინფორმაცია რომ ის თავდაპირველად ნიღბის გარეშე იყო შესული,ამოიღეთ კამერები და ნახეთ ვინ არის,
გიო
22 ოქტომბერი 2020 10:32
1. თავდამსხმელი მოქმედი ან ყოფილი სამხედროა;
2. თავდამსხმელი მოქმედი ან ყოფილი სპეცრაზმელია;
3. თავდამსხმელმა იცის, რომ აქვს სერიოზული უპირატესობა სამართალდამცავებთან მიმართებაში, რადგან ხელში უჭირავს მოქმედი (ან სასწავლო) ხელყუმბარა, რომლის აფეთქება შესაძლებელია მისი სურვილიდან 3-5 წამში;
4. თავდამსხმელმა სავარაუდოდ იცოდა საქართველოს ბანკის ოთახების განლაგება;
5. სკამზე ჯდომის მანერა მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ გამოცდილია და ცივსისხლიანი; ვფიქრობ და გამორიცხული არ არის ჰქონდეს რომელიმე სამხედრო ჩინი;
6. თვალებზე ხელს იფარებს იმიტომ, რომ ცდილობს არ მოხდეს თვალებით მისი იდენტიფიკაცია, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ შეიძლება უფრო იყოს სპეცრაზმელი; იდენტიფიკაციის შემთხვევაში განხორციელდებოდა მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების აყვანა;
7. მზად არის ხანგრძლივი ბრძოლისთვის;
8. ათვითცნობიერებდა, რომ შესაძლებელი იყო მისი ლიკვიდაცია ერთი სნაიპერული გასროლით, მაგრამ თავს იზღვევს ხელყუმბარით;
9. პროფესიონალია აშკარად და უშიშარი და თავხედია.

ყოჩაღ სამხარეოს უფროსს, კაცმა თავი გადადო. ბევრი ვერ შეძლებდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.
მესმის, რომ შეიარაღებულია, საშიშია და საფრთხის ქვეშ იყო მძევლების სიცოცხლე, მაგრამ 5 კაცმა როგორ ვერ მოახერხა მისი განეიტრალება, თუმცა ამასაც დიდი ვაჟკაცობა და სულის სიძლიერე სჭირდება. არ ვამტყუნებ არც ერთს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები