სასწრაფოდ აიხედეთ ცაში! - ამერიკული "გლობალური ქორი“ ქართული ციდან, სტრატოსფეროდან ზვერავს ყარაბაღის ომს - კვირის პალიტრა

სასწრაფოდ აიხედეთ ცაში! - ამერიკული "გლობალური ქორი“ ქართული ციდან, სტრატოსფეროდან ზვერავს ყარაბაღის ომს

საქართველოს ცაში ორ საათზე მეტია (დაწყებული 29 ოქტომბრის დღის 14 სთ-დან), სტრატოსფეროში ამერიკული სტრატეგიული უპილოტო მზვერავი RQ-4 Global Hawk დაფრინავს და წრეებს არტყამს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ. ეს ამერიკული სტრატეგიული უპილიტო მზვერავი მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც მაქსიმალურად, 36 საათს შეუძლია იფრინოს და თანამედროვე რადიო-ელექტრონულ-ოპტიკური მოწყობილობებით სადაზვერვო ინფორმაციები მოიპოვოს არანაკლებ 200 კმ-ის რადიუსში.

ქართულ ცაში მფრენი ამერიკული სტრატეგიული უპილოტო მზვერავის სიჩქარე 450 კმ/სთ-მდე არის, ხოლო ფრენის სიმაღლე კი 16 კმ-ია.

ის წრეებს ურტყამდა გურჯაანიდან ახალქალაქის გასწვრივ, რაც ყარაბაღის ფრონტიდან ზუსტად ორი ასეული კმ-ითაა დაშორებული.

ეჭვს გარეშეა, რომ აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს ამ საჰაერო მონიტორინგს იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ყარაბაღის ფრონტის ხაზზე და ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებზე... აღსანიშნავია, რომ ამ ამერიკულმა სტრატეგიულმა უპილოტო მზვერავმა სტარტი იტალიიდან, სიცილიაში მდებარე სირაკუზის აეროდრომიდან აიღო და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლამდე, რამდენჯერმე "აუარ-ჩაუარა“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის - ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზას...

(სპეციალურად საიტისთვის)