საქართველოს ცაში ორ საათზე მეტია (დაწყებული 29 ოქტომბრის დღის 14 სთ-დან), სტრატოსფეროში ამერიკული სტრატეგიული უპილოტო მზვერავი RQ-4 Global Hawk დაფრინავს და წრეებს არტყამს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
აღსანიშნავია, რომ ამ ამერიკულმა სტრატეგიულმა უპილოტო მზვერავმა სტარტი იტალიიდან, სიცილიაში მდებარე სირაკუზის აეროდრომიდან აიღო და საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლამდე, რამდენჯერმე "აუარ-ჩაუარა“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის - ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზას...

ეს ამერიკული სტრატეგიული უპილიტო მზვერავი მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც მაქსიმალურად, 36 საათს შეუძლია იფრინოს და თანამედროვე რადიო-ელექტრონულ-ოპტიკური მოწყობილობებით სადაზვერვო ინფორმაციები მოიპოვოს არანაკლებ 200 კმ-ის რადიუსში.
ქართულ ცაში მფრენი ამერიკული სტრატეგიული უპილოტო მზვერავის სიჩქარე 450 კმ/სთ-მდე არის, ხოლო ფრენის სიმაღლე კი 16 კმ-ია.
ის წრეებს ურტყამდა
გურჯაანიდან ახალქალაქის გასწვრივ, რაც ყარაბაღის ფრონტიდან ზუსტად ორი ასეული კმ-ითაა დაშორებული.
ეჭვს გარეშეა, რომ აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს ამ საჰაერო მონიტორინგს იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ყარაბაღის ფრონტის ხაზზე და ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებზე...

(სპეციალურად საიტისთვის)