მიწისძვრა ხელოვნურად - მითი თუ რეალობა? - კვირის პალიტრა

მიწისძვრა ხელოვნურად - მითი თუ რეალობა?

იაპონიაში 11 მარტს მომხდარმა 9-ბალიანმა მიწისძვრამ კვლავ აქტუალური გახადა მრავალწლიანი კამათი - შეიძლება თუ არა მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა?

ცნება "გეოფიზიკური ომები" სამხედროების ლექსიკონში თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გაჩნდა, როდესაც ატომური, ბირთვული და ნეიტრონული ბომბების გამოცდა ინტენსიურად მიმდინარეობდა წყალქვეშ, წყალზე, ხმელეთზე, ატმოსფეროსა და კოსმოსში.

1962 წლის ხელშეკრულების შემდეგ ბირთვული აფეთქებები მხოლოდ მიწის ქვეშ იქნა დაშვებული. მიწის ქვეშ განხორციელებული რამდენიმე ათეული ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტის აფეთქება ძალაუნებურად მოქმედებს დედამიწის ქერქზე და იწვევს ქანების სეისმური აქტივობის ცვლილებას.

კლდოვან ქანებში სეისმური ტალღის გავრცელების სიჩქარე წამში 5კმ/წმ-მდეა, ხოლო რბილ ქანებში 0,3კმ/წმ-მდე ეცემა.

რეალურად შესაძლებელია მიწის ქვეშ განხორციელებული მძლავრი ბირთვული აფეთქებით მოხდეს მიწისძვრის პროვოცირება, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს; სწორედ ასეთია იაპონიის კუნძულები.

ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა - ვის აძლევდა ხელს სწორედ ახლა იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც იაპონიის საზოგადოებასა და ხელისუფლებას უამრავი პრობლემა გაუჩინა (აფეთქების წინაშე მდგარი ფუკუსიმას ატომური სადგურის ჩათვლით) და უკან გადასწია რუსეთის მიერ ოკუპირებული კურილის კუნძულების საკითხი?!

ჩვენ გაგახსენებთ საბჭოთა რუ

ხომ არ გეცნობათ? ჯერ დამანგრეველი ძალის მიწისძვრა, შემდეგ მძლავრი ცუნამი, ოღონდ - იაპონიაში...

მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში ოფიციალურმა ტოკიომ ძალიან მწვავედ დააყენა კურილის კუნძულების ოკუპაციის საკითხი, სავარაუდოდ, დღევანდელ კრემლში არანაკლებ აითვალწუნეს იაპონია, ვიდრე ცივი ომის დროს - აშშ.

მაგრამ იმის უტყუარად მტკიცება, რომ 9-ბალიანი მიწისძვრა იაპონიაში ხელოვნურად იყო გამოწვეული, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუკი სხვადასხვა ქვეყნის სეისმური სადგურები მიწისძვრის წინ დააფიქსირებდნენ მიწისქვეშა მძლავ ბირთვულ აფეთქებას. თუმცა ვინ იცის, იქნებ ტექტონიკური იარაღი ისე დაიხვეწა, რომ მიწისძვრების ხელოვნურად გამომწვევი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქების სიმძლავრე შემცირდა და მისი დაფიქსირება ჭირს?!