რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა მძიმე გადამზიდავი რაკეტის - Angara-A5-ის - წარმატებული სატესტო გაშვება განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, რაკეტა დღეს დილით, არხანგელსკის რეგიონში მდებარე პლესეცკის კოსმოდრომიდან გაუშვეს."კოსმოსური ძალების ოპერატიულმა ეკიპაჟმა Angara-A5 კლასის გადამზიდი რაკეტის საცდელი გაშვება წარმატებით განახორციელა", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.რუსული მედიის ინფორმაციით, Angara-A5 მსუბუქი, საშუალო და მძიმე კლასის გადამზიდავი რაკეტებისაგან შედგება, რომლებსაც 37.5-მდე ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. ის იყენებს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის კომპონენტებს. დღემდე რუსეთმა Angara-A5-ს ორი სატესტო გაშვება განახორციელა, ორივე პლესეცკის კოსმოდრომიდან: მსუბუქი Angara-A5-1.2PP 2014 წლის ივლისში, ხოლო მისი მძიმე ვერსია 2014 წლის დეკემბერში გაუშვა."ინტერპრესნიუსი"