სოხუმის აეროპორტი ვერც "გაფრინდება" და ვერც "მოფრინდება"...
სოხუმის აეროპორტი ვერც "გაფრინდება" და ვერც "მოფრინდება"...
აეროპორტი ქვეყნისთვის საჰაერო კარიბჭე და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებაა,­ თუ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა გაეროს მიერ არის აღიარებული და სამოქალაქო­ ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია­ ICAO-ს მინიჭებული აქვს ოთხასოიანი ინდი­­ვ­­იდუალური კოდი. მაგრამ როცა ტერიტორიას აკონტროლებს გაეროს მიერ არაღიარებული რეჟიმი, ამ აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები აკრძალულია.

რატომ დაგვჭირდა ამხელა შესავალი? - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საზეიმოდ აცხადებს, თითქოს სოხუმის აერ­ოპორტიდან 2024 წელს საერთაშორისო ფრენები დაიწყება. არაღიარებული რეჟიმები ამით ცდილობენ დამოუკიდებლობის სტატუსი აიმაღლონ, თუმცა ეს
შეუძლებელია, რადგან ICAO მკაცრად ეკიდება ფრენების უსაფრთხოებასა და ქვეყნების სუვერენიტეტს. ამის მაგალითად მთიანი ყარაბაღიც გამოდგება. სტეფანაკერტის აეროპორტს 2012 წელს ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია და უკვე საერთაშორისო რეისებსაც გეგმავდნენ, მაგრამ იმედი მწარედ გაუცრუვდათ - ICAO-მ ამის ნება არ მისცა, თანაც აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ სტეფანაკერტის აეროპორტიდან აფრენილ ნებისმიერ
თვითმფრინავს ჩამოაგდებდა... ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დავემუქრებით­ სოხუმის ბაბუშერის აეროპორტიდან უკანონოდ აფრენილი თვითმფრი­ნავების ჩამოყრით (ეს რუსებისა და აფხაზების ხელობაა, 1993 წლის სექტემბერში სწორედ ისინი ესროდნენ ბაბუშერის აეროპორტში დასაჯდომად შესულ სამგზავრო თვითმფრინავებს­ და ყრიდნენ, რაც საჰაერო ტერორიზმის ყველაზე ცხადი გამოვლინებაა), მაგრამ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის არაკოდირებული აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების ნებას არავის მისცემენ.

2019 წლის ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტს მიანიჭა ოთხასოიანი­ კოდი URAS და შეატანინა რუსეთს აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში, ანუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტს შეფარვით მიანიჭეს რუსეთის აერ­ოპორტების მსგავსი კოდი, რაც სამართლებრივად დაუშვებელია, რადგან ოკუპირებული აფხაზეთი, საბედნიეროდ, ჯერ ოფიციალურად არ არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
ICAO-ში განმარტავენ, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედება მხოლოდ ოფიციალური თბილისის მოთხოვნის შემთხვევაშია შესაძლებელი...

KOSTAKURTA
07 თებერვალი 2021 14:11
შენისთანების შემხედვარე მასე იქნება,მაგრამ საბედნიეროდ შენნაირები უკვე ივანას გაასწრებენ მალე და ვეგარ იბოგინებთ ასე უაზროდ ინტერნეტში.
გიორგი
06 თებერვალი 2021 20:20
არა ტროლს: რუსეთ-თურქეთის კავშირი არა, ამერიკა-ჩრდ. კორეის კონფედერაცია კიდევ :))
არა ტროლი
06 თებერვალი 2021 14:39
დაახლოებით 2-3 წელში აფხაზეთიც და ოსეთიც გაიხსნება საქართველოსთვის გზები გაიხსნება და სულ სხვა რეალობა იქნება. საქართველო შევა რუსეთ თურქეთის დაანონსებულ კავშირში და .................. ეს ასე იქნება დ ა შეეგუეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები