პუტინამდე სააკაშვილმა გამოიყენა...
პუტინამდე სააკაშვილმა გამოიყენა...
ერთი კვირის წინ ტელეკომპანიამ, რომელიც საზოგადოების ნაწილში ყოფილ­ პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერად აღიქმება, გაავრცელა საინტერესო სიუჟეტი­ იმის შესახებ, როგორ ფარულ სასიკვდილო ზემოქმედებას ახდენს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სპეცსამსახური ამერიკელ დიპლომატებზე.

სიახლე არ არის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი წარმომადგენელი ბოლო სამი წელია, უჩიოდა ჯანმრთელობას - თავის ტკივილს, გულისრევას, ფეხზე დგომისას ორიენტაციის დაკარგვას, სისუსტეს და ა.შ., მაგრამ ამ მომჩივანთა შორის, ძირითადად, იყვნენ ჰავანასა და პეკინში მცხოვრები ამერიკელი დიპლომატები, რომლებსაც, ზემოხსენებული ქართული სატელევიზიო არხის
მტკიცებით, დაემატა თბილისში მყოფი აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის ანალოგიურ პრობლემებზე ალაპარაკდა.

ამ ტელევიზიის ირიბი თუ პირდაპირი მტკიცებით, პუტინის სპეცსამსახურმა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის გამო ამერიკელი დიპლომატი­ თბილისშიც ისევე დაასხივა ელექტრომაგნიტური გამოსხივებით, როგორც ჰავანასა და პეკინში მისი თანამემამულეები და მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

სპეცსამსახურების მიერ ელექტრომაგნიტური
გამოსხივებით ადამიანთა მიზანმიმართული დასხივების თემა არახალია და ამაზე ჯერ კიდევ საბჭოთა დისიდენტები ჩიოდნენ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კა-გე-ბე მათი ბინებისკენ მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს გზავნიდა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ საბჭოთა კა-გე-ბეს პოდპოლკოვნიკმა პუტინმა, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, თავისი გაპრეზიდენტების მე-18 წელს გაიხსენა კა-გე-ბეს ერთ-ერთი საიდუმლო და უხილავი იარაღი - მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღები, მაგრამ ამ შემთხვევაში უდავოდ დაიგვიანა, რადგან მას დაასწრო იმავე კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც 2007 წელს მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გასცა ბრძანება, გამოეყენებინათ მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გამავრცელებელი სპეციალური აპარატურა თბილისის ცენტრში ოპოზიციის მიტინგის დასაშლელად.

დიახ, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში, პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების დაუნდობლად დარბევის დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა რუსთაველის გამზირზე გამოიტანა პიკაპების ძარაზე დამონტაჟებული ორი, პარაბოლური ანტენის მსგავსი მოწყობილობა, რომლებიც მომიტინგეთა უმრავლესობას მობილური ტელეფონების ჩამხშობი აპარატურა ეგონა, მაგრამ ყურებში წუილის, თავის ტკივილისა და გულისრევის შემდეგ იქაურობას სწრაფად გაცლა ამჯობინეს. არადა, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, პიკაპების ძარაზე მდგარ სპეცრაზმელებს ეს აპარატურა სრული სიმძლავრით რომ აემუშავებინათ!..

ეს იყო ამერიკული წარმოების შორს მოქმედი აკუსტიკური მოწყობილობა LRAD-ი. ის 2-3 ათასი ჰერცი სიხშირისა­ და 150 დეციბელი სიმძლავრის იმპულსს გამოსცემს, რომელსაც რამდენიმე ათეულ მეტრზე სმენის ორგანოების დაზიანება შეუძლია, უფრო ახლოს მყოფ ადამიანს ეწყება თავბრუსხვევა, გულისრევა და უჩნდება შიშის გრძნობა, უშუალოდ მოწყობილობის წინ დგომისას კი მოსალოდნელია ფსიქიკური აშლილობა და შიდა ორგანოების დაშლა...

2007 წელს საქართველოს ხელისუფ­ლება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი­ იყო, რომელმაც ეს არალეტალური, თუმცა­ მაინც ძალიან სახიფათო იარაღი დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა - მათ ეს გაიმეორეს 2011 წლის 26 მაისს, გამთენიისას, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს კი დღევანდელმა ხელისუფლებამ ყოფილს მიჰბაძა და აკუსტიკურქვემეხებიანი პიკაპები პარლამენტის წინ გამოიყვანა.

ბოროტი ხმები ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა მიებაძა რუსეთის მეორე, მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტ პუტინისთვის - პუტინი ჩეჩნეთში ორადგილიანი გამანადგურებელი "სუ"-თი ჩაფრინდა, ცოტა ხანში კი სააკაშვილიც ორადგილიან მოიერიშე "სუ"-ს კაბინაში ვიხილეთ; პუტინი სტრატეგიული ბომბდამშენის - "ტუ"-ს" შტურვალს მიუჯდა და სააკაშვილმაც ოთხადგილიანი "სესნით" ბათუმის თავზე გაინავარდა, მაგრამ ელექტრომაგნიტური იარაღის ერთ-ერთი სახეობის - ინფრაბგერითი აპარატურის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენება პუტინს სააკაშვილმა დაასწრო.
არა ნაცი
28 თებერვალი 2021 10:09
ყველაფერი მახსოვს და ამიტომ მინდა რომ რუსეთში არ შეგვიყვანონ..
ზურაბი გორიდან.
26 თებერვალი 2021 17:43
ირაკლის სტატიები ყოველთვის საინტერესოა.
???
21 თებერვალი 2021 02:14
მერე ეგ ხოშტარია რომ დადის წითელი თვალისასახვევით დაუბნელდა მაგას და მამამისს თვალები ხო იცისეს ყველაფერი? ან იმას ვისაც მიშა უნდა ალბათ ეს უნდაზუსტად


რუბრიკის სხვა სიახლეები