რა ზიანი მიაყენეს ქართულმა МИ-24-ებმა მოწინააღმდეგეს... - კვირის პალიტრა

რა ზიანი მიაყენეს ქართულმა МИ-24-ებმა მოწინააღმდეგეს...

ქართული საბრძოლო ავიაციის აგვისტოს ომში მონაწილეობა მაინც ეპიზოდური იყო და ინფორმაცია ამის შესახებ დახურულია.

როგორც ახლა ირკვევა, ქართველმა პილოტებმა МИ-24 ტიპის შვეულმფრენებით განახორციელეს ოთხი საბრძოლო გაფრენა, რომლებშიც 3-6 შვეულმფრენი მონაწილეობდა (ოთხმა ქართულმა მოიერიშე СУ-25-მა ერთადერთი საბრძოლო გაფრენა 8 აგვისტოს დილას განახორციელა და ჯავა-ცხინვალის გზაზე რუსული ჯავშანკოლონა დაბომბა). ქართული МИ-24-ების პირველი ორი საბრძოლო გაფრენა უშედეგო იყო, რადგან მათი ეკიპაჟები შუა გზიდან მოაბრუნეს იმიტომ, რომ ჰაერში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. მესამე და მეოთხე საბრძოლო გაფრენები 9 და 11 აგვისტოს წარმატებული გამოდგა.

9 აგვისტოს, შუადღისას, ექვსმა ქართულმა МИ-24-მა ცხინვალის შესასვლელთან ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა იყო თავმოყრილი, ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა. 11 აგვისტოს, მოსაღამოებულზე, ქართულმა "ნიანგებმა" იერიში მიიტანეს იმ რუსულ ჯავშანკოლონაზე, რომელიც ფხვენისი-შინდისის მონაკვეთში გადაადგილდებოდა. საჰაერო დარტყმის შედეგად რუსული სატვირთო "ურალების" ნაწილი დაიწვა...

უფრო ვრცლად ქართული МИ-24 ტიპის შვეულმფრენების საბრძოლო მოქმედებების დეტალებზე (რა შეიარაღება გამოიყენეს, როგორი ტაქტიკით მოქმედებდნენ, მიიღეს თუ არა დაზიანებები) ექსკლუზიურ სტატიას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ახალ ნომერში გაეცნობით, რომელიც 2 ოქტომბერს გამოვა.