რა ზიანი მიაყენეს ქართულმა МИ-24-ებმა მოწინააღმდეგეს...
28-09-2009
ქართული საბრძოლო ავიაციის აგვისტოს ომში მონაწილეობა მაინც ეპიზოდური იყო და ინფორმაცია ამის შესახებ დახურულია.
როგორც ახლა ირკვევა, ქართველმა პილოტებმა МИ-24 ტიპის შვეულმფრენებით განახორციელეს ოთხი საბრძოლო გაფრენა, რომლებშიც 3-6 შვეულმფრენი მონაწილეობდა (ოთხმა ქართულმა მოიერიშე СУ-25-მა ერთადერთი საბრძოლო გაფრენა 8 აგვისტოს დილას განახორციელა და ჯავა-ცხინვალის გზაზე რუსული ჯავშანკოლონა დაბომბა). ქართული МИ-24-ების პირველი ორი საბრძოლო გაფრენა უშედეგო იყო, რადგან მათი ეკიპაჟები შუა გზიდან მოაბრუნეს იმიტომ, რომ ჰაერში რუსული საბრძოლო თვითმფრინავები გამოჩნდნენ. მესამე და
მეოთხე საბრძოლო გაფრენები 9 და 11 აგვისტოს წარმატებული გამოდგა.
9 აგვისტოს, შუადღისას, ექვსმა ქართულმა МИ-24-მა ცხინვალის შესასვლელთან ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა იყო თავმოყრილი, ძლიერი სარაკეტო დარტყმა მიაყენა. 11 აგვისტოს, მოსაღამოებულზე, ქართულმა "ნიანგებმა" იერიში მიიტანეს იმ რუსულ ჯავშანკოლონაზე, რომელიც
ფხვენისი-შინდისის მონაკვეთში გადაადგილდებოდა. საჰაერო დარტყმის შედეგად რუსული სატვირთო "ურალების" ნაწილი დაიწვა...
უფრო ვრცლად ქართული МИ-24 ტიპის შვეულმფრენების საბრძოლო მოქმედებების დეტალებზე (რა შეიარაღება გამოიყენეს, როგორი ტაქტიკით მოქმედებდნენ, მიიღეს თუ არა დაზიანებები) ექსკლუზიურ სტატიას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ახალ ნომერში გაეცნობით, რომელიც 2 ოქტომბერს გამოვა.
vaja
18 დეკემბერი 2010 18:47
აბა თვითმფრინავებისთვის შვეულმფრენებთან ბრძოლა ძალიან რთულია და პილოტისგან უდიდეს პროფესიონალზმს მოითხოვსო?!
giorgi guluashvili
11 დეკემბერი 2009 21:53
ყველ მი-24 პილოტს და არა მარო ყველა პილოტს ვინც ომში მონაწილეობა მიიღო ვეტყვი რომ ომის შემტხევაში წავიდნენ და ისე ისროლონ რომ მტერს ჩვენი დანახვისაც შეეშინდეტ
ilia
11 დეკემბერი 2009 00:08
ულამაზესია განსაკუთრებით ქართული

რედაქტორის რჩევით