თბილისში ავტომატების სერიული აწყობა 80 წლის შემდეგ განახლდება...
თბილისში ავტომატების სერიული აწყობა 80 წლის შემდეგ განახლდება...
ფოტო:ქართული "დიდგორიდან" ქართული ავტომატით ქართველი მებრძოლი...
"უცხოელ პარტნიორებთან ერთად შექმნილ საწარმოებში სამხედრო პროდუქციის აწყობა-დამზადება საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამოქმედების ყველაზე სწრაფი და ნაკლებად სარისკო გადაწყვეტილება ჩანს..."

"დელტას" ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება ახალი ქართულ-ებრაული საწარმო, რომელიც M4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს"," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ­ ბურჭულაძემ.

გამოდის, რომ თბილისს შეიძლება დაუბრუნდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სერიულად მწარმოებელი ქალაქის სახელი, რადგან ჯერ კიდევ რვა ათეული წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენი პაპა-ბებიები თბილისის ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქარხანაში
(რომელსაც მოგვიანებით თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა - თემქა - ეწოდა) სერიულად აწყობდნენ იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ППС-43-ს, რომელსაც მაშინ ავტომატადაც მოიხსენიებდნენ. ორი წლის განმავლობაში ფრონტს თბილისში აწყობილი 46 102 ასეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მიაწოდეს. მას შემდეგ საბჭოთა საქართველოში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი სერიულად აღარ უწარმოებიათ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან
30 წლის განმავლობაში იყო ცდა პისტოლეტებისა თუ ავტომატების სერიული წარმოების დაწყებისა, თუმცა ეს გეგმები ვერ და არ განხორციელდა. და, აი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის წინ საქართველო შეიძლება დაუბრუნდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელ ქვეყანათა რიგს.

M4 ტიპის ავტომატური კარაბინების აწყობის პროცესის დაწყება

ამერიკულ M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებს, იმავე ავტომატებს, აშშ-ის გარდა ათობით სხვა ქვეყანა თუ კერძო კომპანია აწარმოებს ლიცენზიით. წლების წინ ჩვენს "დელტაშიც" იყო მცდელობა, რომ დაწყებულიყო M4-ისა თუ "ჰეკლერ და კოჰის" ავტომატური კარაბინების აწყობა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა.

დღეს, როგორც ჩანს, "დელტას" არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ თვით პრემიერ-მინისტრი უჭერს მხარს (არადა, იყო დრო, როდესაც ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრი ტელევიზიების პირდაპირი ეთერით "დელტას" მაშინდელ ხელმძღვანელობას დაჭერით ემუქრებოდა, იქ აწყობილ "დიდგორებს" კი ჯართად მოიხსენიებდა), რაც საერთო საქმისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

M4 ტიპის ავტომატური კარაბინები მე-13 წელია, ქართული არმიის პირადი შემადგენლობის მთავარ საშტატო შეიარაღებად იქცა. ამ პერიოდში ჩვენმა ჯარისკაცებმა კარგად აითვისეს ეს იარაღი ქართულ პოლიგონებსა თუ ავღანეთის მივლინებებში და მშვენივრად ერკვევიან მის დადებით და უარყოფით მხარეებში.

შეიძლება უფრო თანამედროვე "ჰეკლერ და კოჰის" HK416 ტიპის ავტომატური კარაბინის სერიული აწყობა ჯობდა (თავად აშშ-ის არმია ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად განიხილავს M4-ის HK416-ით ჩანაცვლების პერსპექტივას), მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, "დელტაში" რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის საამწყობრო საამქრო და პროდუქციის გამოშვება დაიწყოს.

ასე გამოიყურება ერთ-ერთი პოლონური სადაზვერვო დრონი, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება, რომელი ორი პოლონური დრონის აწყობას დაიწყებს

ჩვენივე M4-ებით შეგვეძლება ოთხ ათეულ ათასამდე ავტომატის განახლება საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის რესურსი ათი ათასამდე გასროლაა და მასაც სჭირდება განახლება), ასევე - შსს-ს პარამილიტარული ძალების აღჭურვა და მესაზღვრეების "კალაშნიკოვების", ბოლოს და ბოლოს, ჩანაცვლება M4 -ით, რათა საქართველოში ძირითადი საშტატო შეიარაღების ერთიანი სტანდარტი დამკვიდრდეს ერთიანი ვაზნის გამოყენებით.

ამასთან, დროთა განმავლობაში შეიქმნება M4-ების სამობილიზაციო რესურსიც, რომლის როლს დღეს არმიის მიერ საწყობებში ჩაბარებული ორი სხვადასხვა კალიბრის "კალაშნიკოვის" ავტომატები ასრულებს, რომელთა ვაზნების საჭირო მარაგის შევსება რეზერვისტებისთვის დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

საქართველოში M4 ტიპის ავტომატური კარაბინების აწყობის პროცესის დაწყება ასევე აქტუალურს გახდის მისთვის საჭირო 5,56 მმ კალიბრის ვაზნების წარმოების (აწყობის) პერსპექტივას, ხოლო თუკი ეს ორივე პროდუქტი - M4 ტიპის ავტომატური კარაბინები და მისთვის განკუთვნილი 5,56 მმ კალიბრის ვაზნები - სამამულო წარმოების გახდება, საქართველოს მიეცემა საშუალება, შიდა მოთხოვნილების (არმია, შსს და რეზერვი) დაკმაყოფილების გარდა, ისინი იარაღის საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანოს და "დელტამ", ანუ საქართველომ, ფინანსური მოგებაც ნახოს.

პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ქართული არმიის მეორე საჭირბოროტო თემას - დისტანციურად მართვად უპილოტო საფრენ აპარატებსაც შეეხო.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად თბილისს, რამდენიმეწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, დაბალ სიმაღლეზე გადაუფრენს თავის დროზე ასევე თბილისში დამზადებული და ცოტა ხნის წინ აღდგენილ-გარემონტებული

2008 წლის აგვისტოს ომის წინ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში (რუსეთთან შედარებითაც კი) ისრაელის წარმოების ყველაზე თანამედროვე სადაზვერვო დრონები ჰყავდა (სხვა საქმეა, საქართველოს მაშინდელმა სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ეს დიდი უპირატესობა უფრო ეფექტიანად რატომ ვერ გამოიყენა აგვისტოს ომში). დღეს ამ მხრივ მკვეთრად ჩამოვუვარდებით მეზობელ აზერბაიჯანს და, რაც უფრო შემაშფოთებელია, ოკუპანტ რუსეთს, რომელმაც ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში, სადაზვერვოს გარდა, დამრტყმელი დრონებიც განათავსა.

"წელს, სავარაუდოდ, დავიწყებთ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებას. პოლონურ მხარესთან ერთად ავიღეთ ვალდებულება, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მინიმუმ 100 საფრენ აპარატს ვიყიდით. ბუნებრივია, სარგებელსაც, გავიყოფთ. ეს იყო ოპტიმალური ვერსია ჩვენთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოგვიწონეს პარტნიორებმა."

თავდაცვის მინისტრი არ აკონკრეტებს, რომელი ორი ტიპის დრონის აწყობა იგეგმება "დელტაში" პოლონურ მხარესთან ერთად, მაგრამ ალბათ, ლაპარაკი უნდა იყოს არა მარტო სადაზვერვო დრონზე, ისე კი, პოლონელებს უკვე აქვთ ძალიან კარგი დრონი კამიკაძე ჭარმატე, რომელიც არ ჩამოუვარდება ისრაელის "ჰაროპებს", რომლებითაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ბოლო ომში მოწინააღმდეგეს ათობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი აუფეთქა.
როგორც ვხედავთ, მსოფლიო უფრო მშვიდობიანი არ ხდება, პირიქით, შეიარაღებული კონფლიქტები და დიდი ომებიც კი პერმანენტულად ჩაღდება და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საქართველოს სიახლოვეს, ჩვენი ქვეყნის ერთადერთ რეალურ დამცველად კი ისევ ქართველი სამხედრო, პოლიციელი თუ მესაზღვრე რჩება, რადგან ამისთვის თავისი ჯარისკაცების სისხლის ღვრას არც ერთი ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანაც კი არ აპირებს.

საქართველოს დამცველს კი თავის არსენალში აუცილებლად უნდა ჰქონდეს თანამედროვე შეიარაღება, რათა მცირე დანაკლისით ისეთი ზიანი მივაყენოთ მოწინააღმდეგეს, რომ მას აგრესიის გაგრძელების სურვილი გაუქრეს.
სოსო
29 მაისი 2021 20:17
რა თქმა უნდა ძალიან საშური საქმე კეთდება,მაგრამ ვფიქრობ პირველ რიგში ვაზნების წარმოების დაწყება,უფრო საჩქარო და ფინანსების დამზოგველი იქნებოდა.ვაზნა ხომ მუდმივად იხარჯება და შევსება სჭირდება.იმედი მაქვს,მისი წარმოების დაწყებაც, ძალიან მალე დაიწყება.დრონების წარმოების დაწყებაც საკმაოდ დაგვიანდა,თუმცა მიზეზებიც გასაგებია.ერთია მხოლოდ ყველა წარმოების დელტას ტერიტორიაზე განლაგება(თუ ეს ასეა),დიდი საფრთხის შემცველი იქნება,საომარ პირობებში.
lasha
29 მაისი 2021 18:20
იყო და არა იყო რა-და მერე ეს სტატია
koka
29 მაისი 2021 15:27
ტყვია წამლის ქარხნის ასენებას გვპირდებოდა ღარიბაშვილი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები