ყარაბაღის ნაწილობრივ დაბრუნების შემდეგ "ზანგეზურის დერეფნის" გაჭრა ნახიჩევანისკენ...
ყარაბაღის ნაწილობრივ დაბრუნების შემდეგ "ზანგეზურის დერეფნის" გაჭრა ნახიჩევანისკენ...
სანამ ერევანში პოლიტიკური დაპირისპირება და არეულობაა, ბაქო ცდილობს სიტუაციით ისარგებლოს და საგზაო დერეფანი შექმნას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, რომელსაც თავად აქვს საზღვარი თურქეთთან...

აქვს თუ არა საერთო სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანს თურქეთთან? ამ კითხვაზე ბევრმა შეიძლება დაუფიქრებლად, ავტომატურად უპასუხოს: რა თქმა უნდა არა, აბა, სად აზერბაიჯანი და სად - თურქეთი? მათ შორის ხომ სომხეთი და საქართველოა? მაგრამ სინამდვილეში ამ ორ, ერთმანეთის მოძმე ქვეყანას აქვს სახმელეთო საზღვარი, მართალია, სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი სიგრძის,
მაგრამ ეს რამდენიმე კილომეტრიც დღეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის და შეიძლება სამხრეთ კავკასიაში მორიგი ომის დაწყების ფითილი გახდეს, ამჯერად - აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე...

ყარაბაღის მესამე ომში გამარჯვებისა და მანამდე ოკუპირებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონის გათავისუფლებისა და ასევე მთიანი ყარაბაღის ნაწილზე კონტროლის აღების შემდეგ ოფიციალური ბაქო ახალი და
ძალიან დიდი პერსპექტივის წინაშე დადგა, რომლის განხორციელებამაც შეიძლება სრულიად შეცვალოს სამხრეთ კავკასიაში ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული რეალობა.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელთანაც აზერბაიჯანს ყოფს სომხეთის ტერიტორიის სიუნიქის რაიონი ანუ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის უმოკლესი მანძილი სულ რაღაც 37 კმ-ია პირდაპირი ხაზით.


საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანიდან სომხეთში რკინიგზა მდინარე არაქსის გასწვრივ, ირანის საზღვრის გაყოლებით გადიოდა. დღეს ეს სარკინიგზო ხაზი აღარ არსებობს, ის, დიდი ხანია, ჯართში ჩააბარეს, მაგრამ სიუნიქის რაიონის გავლით სატრანსპორტო დერეფნის აღდგენა რატომღაც ძალიან სურს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომლის ინიციატივითაც ყარაბაღის ბოლო ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ბოლო პუნქტად სწორედ ეს ჩაიწერა. შეიძლება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, რომ მხოლოდ საქართველოს "ხუშტურზე" არ იყოს დამოკიდებული რუსეთიდან სომხეთში სახმელეთო გზით გასვლა და სათადარიგო ვარიანტს აზერბაიჯანიდანაც ამზადებს, მაგრამ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში, სომხური სიუნიქის გავლით ასეთი სატრანსპორტო დერეფნის გაჭრა პირდაპირ მისწრებაა ბაქოსა და ანკარისთვის.

ამ დერეფნის ამოქმედების შემთხვევაშიA აზერბაიჯანი და თურქეთი შეიძენენ უმოკლეს დამაკავშირებელ სახმელეთო გზას ნახიჩევანის გავლით, რაც გააძლიერებს ანკარის გავლენას აზერბაიჯანსა და მთელ სამხრეთ კავკასიაზე, ეს კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს ბიუჯეტზეც, რადგან ჩვენი ქვეყნის საავტომობილო გზებით თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით გადაზიდული ტვირთების დიდი ნაწილი მარშრუტს შეიცვლის.
ყარაბაღის მესამე ომის დამთავრებიდან მეშვიდე თვე გადის, მაგრამ ზემოხსენებული სამმხრივი შეთანხმების ბოლო პუნქტი ჯერ არ შესრულებულა. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ერევანი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელმაც რაღაც სიცხადე უნდა შეიტანოს ომში წაგებული სომხეთის პოლიტიკურ ორომტრიალში, მაგრამ სანამ სომეხი პოლიტიკოსები ერთმანეთს აბრალებენ ომის წაგებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცდილობს, დრო არ დაკარგოს და სათავისოდ გამოიყენოს სომხეთის დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური სისუსტე.

აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის აღდგენის მომიზეზებით აზერბაიჯანელი მესაზღვრეები (რომელთა რიგები სპეცდანიშნულების რაზმებით არის გაძლიერებული) ახალ-ახალ პოზიციებს იკავებენ სიუნიქისა და გეგარქუნიკის რაიონების საზღვრებთან. ერევანი აპროტესტებს აზერბაიჯანელთა ასეთ აქტიურობას და აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე და ამისთვის ო-დე-კა-ბესგან სასწრაფო საპასუხო მოქმედებას მოითხოვს. ო-დე-კა-ბე იშიფრება, როგორც "კოლექტიური უსაფრთხობის შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია" და მისი პირველი "ვარიანტი" ჯერ კიდევ 1992-94 წლებში შეიქმნა, როდესაც "ტაშკენტის ხელშეკრულების" ფარგლებში რუსეთმა, სომხეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს კოლექტიურ თავდაცვას, ანუ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმა აღიქმებოდა, როგორც თავდასხმა ხელშეკრულების მომწერ სხვა ქვეყნებზე და ისინი ვალდებული იყვნენ, ერთმანეთს დახმარებოდნენ.

ნატოს ამ ერთგვარ, პოსტსაბჭოურ ანალოგს 1993 წლის მეორე ნახევარში Aაზერბაიჯანი და ბელორუსიც დაემატა, 9 სექტემბერს კი - საქართველო (წარმოიდგინეთ - როდესაც 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა რუსი გენერლების დაგეგმვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 27 ივლისის ხელშეკრულება სოხუმზე მოულოდნელი შეტევით ასე ვერაგულად დაარღვიეს, საქართველო ერთი კვირის ჩართული იყო რუსეთთან "კოლექტიური თავდაცვის" რეჟიმში!).


საქართველომ და აზერბაიჯანმა 1999 წელს დატოვეს ეს ხელშეკრულება, 2002 წელს კი რუსეთის მაშინ ახალმა პრეზიდენტმა პუტინმა ო-დე-კა-ბე საბოლოო სახით ჩამოაყალიბა და მასში ექვსი პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი დარჩა.
44-დღიანი ყარაბაღის მესამე ომის განმავლობაში სომხეთი მუდმივად ცდილობდა, მესამე ძალად ო-დე-კა-ბე ჩაერთო იმ მოტივით, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, თუმცა მაშინ რუსეთმა და, შესაბამისად, ო-დე-კა-ბეს ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი არ არის სომხეთის ტერიტორია და ისინი ამ ომში ერევნის მხარეს არ ჩაერთვებოდნენ. აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიუნიქის მონაკვეთში თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს შეხლა-შემოხლა აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის (მუშტი-კრივი ერთი-ორჯერ უკვე გადაიზარდა სროლაში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, ექვსი სომეხი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანიეს), ისინი ერთმანეთს აძევებენ იმ საზღვრიდან, რომელიც არ არის არც დელიმიტირებული და არც - დემარკირებული. Eერევანი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ო-დე-კა-ბესგან სასწრაფო რეაგირებას და აცხადებს, რომ საფრთხე ახლა უკვე უშუალოდ ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრის - სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, Mმაგრამ ო-დე-კა-ბეს ხელმძღვანელობის რეაქცია კვლავ არ ჩანს და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ ფიქციური საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი მმართველი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია და სწორედ ის წყვეტს, როგორ იმოქმედოს ამ ორგანიზაციამ.

არ არის გამორიცხული, ეს სასაზღვრო ინციდენტები Aაზერბაიჯან-სომხეთის ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებშიც გადაიზარდოს, მაგრამ არც ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ერევანს დიდი იმედი, რომ ო-დე-კა-ბე ბელორუს თუ ყირგიზ ჯარისკაცებს გამოგზავნის სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანელებთან საომრად.\ ჯერ ერთი, ევროპის ბოლო დიქტატორად მონათლული ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ძმობას სახალხოდ ეფიცება და მეორეც, თავად ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთი თვის წინ სასაზღვრო კონფლიქტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

პრეზიდენტ ალიევს სულ რაღაც 37 კმ აშორებს აზერბაიჯანელთა საუკუნოვანი ოცნების ასრულებას - ნახიჩევანი შეუერთონ აზერბაიჯანის ტერიტორიას. "თუკი სომხებს ბოლო 30 წელი მთიანი ყარაბაღის გარდა ოკუპირებული ჰქონდათ აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი, რომლებიც არასდროს შედიოდა საბჭოთა დროინდელი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, მაშინ რატომ არ შეუძლია აზერბაიჯანს, სიუნიქის რაიონში, რომელიც ისტორიულაც ჩვენი იყო და ზანგეზური ერქვა, გაჭრას დერეფანი ნახიჩევანამდე?!" - აცხადებენ აზერბაიჯანში.
რა მოჰყვება ყოველივე ამას? Gგასაგებია, რომ ბევრი რამ პუტინ-ერდოღანის ფარული მოლაპარაკებების დროს წყდება და სწორედ პუტინის "ნეიტრალიტეტსაც" უნდა "უმადლოდნენ" სომხები მთიანი ყარაბაღის მესამე ომში წაგებასა თუ მათი ქვეყნის ასეთ არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩენას.Pპუტინის ინტერესები კი ძნელად გამოსაცნობი არ არის - რუსეთზე დამოკიდებული გახადოს როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში კრემლს ეს გაუჭირდება, რადგან ბაქოს უკანA ანკარა დგას, თუმცა აზერბაიჯანის წამოწყებულ ყარაბაღის მესამე ომზე თვალის დახუჭვით რუსეთმა ბაქო მოიმადლიერა და უფრო შორს გადასწია Aაზერბაიჯან-ნატოს დაახლოების ისედაც შორეული პერსპექტივა, ამასთან, სომხეთი რუსეთს კიდევ უფრო "ჩამოჰკიდა". თუ გასულ წელს ერევანი მოსკოვს სთხოვდა, ყარაბაღი როგორმე შემინარჩუნეო, დღეს ტერიტორიების დაკარგვა უშუალოდ სომხეთს დაემუქრა და ერევნიდან მოსკოვში შეუჩერებლად იგზავნება მუდარა, საზღვარზე რუსი სამხედროები ჩაგვიყენე, რომ აზერბაიჯანელებმა ჩვენი მიწა არ მიიტაცონო.
muamar kadafi
11 ივნისი 2021 12:27
აი დემირჭიანი არ მოგეკლათ, გექნებოდატ მშვიდობა, კონფლიქტიც ამოწურული იქნებოდა

რუბრიკის სხვა სიახლეები