ნატოს კარი საქართველოსთვის ანგელას მიუხურავს...
19-07-2021
ნატოს კარი საქართველოსთვის ანგელას მიუხურავს...
"ექსპრეზიდენტ ბუში-უმცროსის პირით, ბოლოს და ბოლოს, ითქვა სიმართლე, დღემდე რატომ არ იღებენ საქართველოს ნატოში..."

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ცნობილ გერმანულ საინფორმაციო საშუალება "დოიჩე ველეს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა.

ამ ინტერვიუს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, ამდენი წლის ნალოდინევ მთავარ კითხვასაც გაეცა პასუხი: "ანგელა მერკელსა და ჩემ შორის უთანხმოებებიც არსებობდა. ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო,
უნდა დაწყებულიყო თუ არა პროცედურა საქართველოს ნატოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. მას ურყევი პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი, მე კი მივიჩნევდი, რომ ამის გაკეთება სწორი იყო."

ანუ ბუში-უმცროსი საქართველოსთვის ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმის - მაპის მიცემისთვის ხელის შეშლას გერმანიის კანცლერ ანგელა
მერკელს აბრალებს!

შეიძლება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს მოულოდნელიც იყოს, ნატო-საქართველოს მრავალწლიან ურთიერთობაში მეტ-ნაკლებად ჩახედულებმა კი ეს ამბავი აქამდეც კარგად იცოდნენ, თუმცა აშშ-ის ექსპრეზიდენტის მიერ საქართველოს თაობაზე გერმანიის კანცლერთან უთანხმოების საქვეყნოდ გახმაურება მაინც სულ სხვაა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის ცარიელი სიტყვით შეპირება, რომ ის გახდებოდა ალიანსის წევრი (ოღონდ თარიღის დაკონკრეტების გარეშე) და, ამავე დროს, მაპის მონიჭების პროცედურის დაბლოკვის კულუარული დეტალები კარგად იყო ცნობილი საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებისთვის.

გასაგებია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გაახმაურა, ალიანსის რომელი ქვეყნების (გერმანიის გარდა) ლიდერებმა დაბლოკეს ეს პროცესი, ამავე დროს, მან საზოგადოებას შეუქმნა მცდარი მოლოდინი, რომ საქართველოს რამდენიმე წელში აუცილებლად მიიღებდნენ ნატოს რიგებში...

ეს ლამაზი ტყუილი მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური მდგომარეობის განსამტკიცებლად სჭირდებოდა, თუმცა მისმა შემცვლელმა ხელისუფლებამაც დაახლოებით იგივე ტაქტიკა აირჩია...

ანგელა მერკელი 2005 წლიდან ოთხჯერ იყო გერმანიის ფედერალური კანცლერი და, საქართველოსთვის საუბედუროდ, 16 წლის განმავლობაში მუდმივად აფერხებდა ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ალიანსისკენ. ჭორად დადის, რომ საბჭოთა პერიოდში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ტურისტად ჩამოსულმა ანგელამ კარგი მოლხენის შემდეგ თავი მცხეთის მილიციის განყოფილებაში ამოყო...

არ ვიცით, ახლოს არის თუ არა სიმართლესთან ეს ამბავი და რა ცუდი მოგონება შეიძლებოდა დარჩენოდა მცხეთის მილიციის საკანზე გაერთიანებული გერმანიის მომავალ კანცლერს, მაგრამ კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში პიონერად და კომკავშირელად გაზრდილი ანგელა, ბოლო 16 წელია, საქართველოსა და უკრაინის მიმართ სწორედ იმას აკეთებს, რაც ასე უხარია რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომელიც 1985-90 წლებში კა-გე-ბეს დავალებით სწორედ აღმოსავლეთ გერმანიაში ახორციელებდა პოლიტიკურად პერსპექტიული გერმანელების გადაბირებას...

ანგელა მერკელი მალე დატოვებს გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ახალი კანცლერი საქართველოსთვის მაპის მიცემას დასთანხმდება...

P.S. 2005 წელს ანგელა მერკელმა გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე Gგერჰარდ შრედერი შეცვალა, სწორედ ის შრედერი, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, პუტინის კარის ჩინოვნიკია და "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
რა საინტერესო იქნება, კანცლერის პოსტის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელიც რომელიმე რუსულ მეგაკომპანიაში რომ აღმოჩნდეს მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე...

P. P.S. წლების განმავლობაში სამხედრო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისას მეგობრული ურთიერთობა მქონდა საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების ზოგიერთ სამხედრო ატაშესთან. რამდენიმე წლის წინ, არაოფიციალურ გარემოში, გერმანიის ერთ-ერთ ყოფილ სამხედრო ატაშესთან ნამდვილი გერმანული ლუდის დაჭაშნიკებას მისი გულღია ნათქვამი მოჰყვა - ქართველები ძალიან შემიყვარდით, კარგი ხალხი ხართ და რასაც ჩემი ქვეყნის მეთაური აკეთებს ნატოში თქვენი შესვლისთვის ხელშესაშლელად, ნამდვილად არ იმსახურებთო...
ბსს
29 ივლისი 2021 17:34
კარგად ცნობილია ეგ ამბავი ყველასთვის და აქ გერმანელ ,,შტაზის" სარკოზიც მხარს უბავდა სხვათაშორის.
ზოგადად გერმანიამ და რუსეთმა ჯერ კიდევ 1991 წელს გაიყვეს გავლენის სფეროები და მიყვებიან იმ შეთანხმებას, ჩვენ არც მაშინ გვკითხა ვინმემ რამე და არც ახლა, ერთი შანსი რუსების გავლენიდაგ თავის დაღწევის მხოლოდ ამერიკასთან პირდაპირი კავშირია ყოველგვარი ევროპის გარეშე, ნუ ისტორიის ამ ეტაპზე მაინც.
GRUZIN
23 ივლისი 2021 23:34
ხალხს კითხეთ უნდა ნატო,არ გაინტერესებთთთთ
არც ნაცი, არც ქოცი
23 ივლისი 2021 14:54
ჭკვიანი ქალი

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები