ავღანეთიდან დევნილებმა საქართველომდეც შეიძლება მოაღწიონ?!
ავღანეთიდან დევნილებმა საქართველომდეც შეიძლება მოაღწიონ?!
ფოტო:თალიბებს გამოქცეული ავღანელების პირველმა ნაკადმა ირანის გავლით უკვე ჩამოაღწია საქართველოს მეზობელ თურქეთში...
21-ე საუკუნის 12 წლის განმავლობაში ავღანეთი 22 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ "მოინახულა", ოღონდ არა როგორც ტურისტმა, არამედ როგორც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქართული არმიის სამხედრო მოსამსახურემ იარაღით ხელში.

დღეს კი შეიძლება შეიქმნეს არცთუ სახარბიელო სიტუაცია, როდესაც გაცილებით მეტი ავღანეთის მოქალაქე ეცდება, დაუპატიჟებლად ეწვიოს საქართველოს. საქმე ის არის, რომ "თალიბანი" ელვის უსწრაფესად იხვეჭს საბრძოლო უპირატესობას და უკვე აკონტროლებს ავღანეთის უდიდეს ნაწილს. მართალია, დედაქალაქ ქაბულამდე ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ ეტყობა, არც ეს არის
შორს, რადგან ავღანეთის არმიის ელიტური დანაყოფებიც კი უბრძოლველად ჰბარდებიან ტყვედ თალიბებს, ისინი კი მათ... ხვრეტენ. ამის შემდეგ ადვილი მისახვედრია, რას უზამენ ქაბულში შეჭრილი თალიბები იმ ავღანელებს, ვინც განვლილი ოცი წლის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებსა თუ მათ ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობ
და, მით უფრო, რომ "თალიბანის" დაზვერვა ეფექტიანად მუშაობს და თითქმის ყველას ვინაობა იციან. სწორედ ამიტომ ეს ავღანელები, თავიანთ დიდ ოჯახებთან ერთად ცდილობენ, თავს უშველონ და ავღანეთი დატოვონ. მაგრამ სად გადაიხვეწონ? მათთვის საუკეთესო ვარიანტია, როგორმე მიაღწიონ ევროპამდე და პოლიტიკური დევნის გამო იქ მოითხოვონ თავშესაფარი. ავღანეთიდან ევროპამდე სახმელეთო გზით 3 000 კილომეტრზე მეტია გასავლელი ირანისა და თურქეთის ტერიტორიების გავლით. გაეროს უმაღლესი კომისარიატის ოფიციალური ცნობით, 2021 წლის იანვრიდან ავღანეთი 270 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

თურქმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, ირანიდან ფეხით როგორ კვეთს თურქეთის აღმოსავლეთ საზღვარს ავღანელი დევნილების უწყვეტი ნაკადი. თურქი ჟურნალისტების განცხადებით, დღე-ღამეში თურქეთის ტერიტორიაზე 1 500-მდე ავღანელი გადადის. თურქეთის შსს, მართალია, ოფიციალურად უარყოფს ავღანელ დევნილთა მასობრივ გადასვლას, მაგრამ ფაქტია, დღეს თურქეთის ტერიტორიაზე 4 მლნ-მდე დევნილია, ძირითადად, სირიიდან, თუმცა მათ შორის 200 ათასზე მეტი ავღანეთიდან არის გაქცეული.

საბერძნეთმა უკვე განაცხადა, რომ ყველა ზომას მიიღებს, რათა თავის ტერიტორიაზე თურქეთიდან დევნილები არ შეუშვას.
თურქეთს ევროპის მიმართულებით სახმელეთო საზღვარი, საბერძნეთის გარდა, ბულგარეთთანაც აქვს, მაგრამ დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ბულგარელები ბერძენ მეზობლებს მიჰბაძავენ და ავღანელი­ დევნილებისთვის საზღვრებს საიმედოდ ჩაკეტავენ. თურქეთიდან ავღანელების სამხრეთით, სირიაში გადასვლა არალოგიკურია, რადგან ომს გამოქცეულის ისევ ომში მოხვედრას აზრი არ აქვს.

რჩება თურქეთის ჩრდილოეთი საზღვარი სომხეთთან და საქართველოსთან. ყარაბაღის ბოლო ომში დამარცხებული სომხეთი ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და ავღანელი დევნილების შეფარება კი არა, ყარაბაღიდან გამოქცეულ თანამემამულეებს რა მოუხერხონ, ის არ იციან.

აი, საქართველოს მიმართულება კი ძალიან მომხიბვლელი შეიძლება აღმოჩნდეს ავღანეთიდან დევნილებისთვის. მათთვის საქართველო ევროპასთან დაახლოებული ქვეყანაა, რომელიც ნატოს იარაღით უჭერდა მხარს მათ სამშობლოში საბრძოლო ოპერაციებისას, ამიტომ შეიძლება ჩათვალონ, რომ საქართველოდან ევროპაში შეღწევა, თუნდაც საზღვაო გზით, უფრო მოსახერხებელი იქნება.

დაბეჯითებით მტკიცება, რომ ნამდვილად ასე მოხდება, საბედნიეროდ, არ შეიძლება, მაგრამ სწორი არც იმ ასიათასობით ავღანელი დევნილის არაფრად ჩაგდება იქნება, რომლებიც უკვე არიან ჩვენი მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე და მათი რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.
თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე თავმოყრილი რამდენიმე მილიონი დევნილის (რაც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა თავად თურქეთისთვის) თემით დროდადრო აშინებს დასავლეთს - მადლობა უთხარით თურქეთს, რომ ამდენი სირიელი და ავღანელი შეიფარა, თორემ შეგვიძლია მათ საზღვარი ევროპისკენ გავუხსნათ და მერე თქვენ აიტკივეთ თავიო...

იმედია, თურქეთი არ დაუშვებს ავღანელი და სირიელი დევნილების ნაკადის საქართველოს საზღვრისკენ წამოსვლას, თორემ საქართველო-თურქეთის 252 კმ-იანი რთული მთაგორიანი სახმელეთო საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვას მარტო ქართველი მესაზღვრეები ვერ აუვლენ.


ავღანეთიდან ირანის გავლით თურქეთის ტერიტორიაზე ათასობით დევნილის შესაჩერებლად თურქეთმა 81 კმ-იანი სასაზღვრო კედლის მშენებლობა დაასრულა, თუმცა თურქეთ-ირანის სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძე 534 კმ-ია და კვლავ რჩება საზღვრის ისეთი მონაკვეთები, რომელთა სრული კონტროლი ძნელია.

ორი წლის წინ თურქეთმა სირიის საზღვა­რთან 764 კმ სიგრძის ბეტონის კედელი ააგო.
14 აგვისტო 2021 21:05
ღმერთმა არ ქნას , რომ ეგენი ნიაღვარივით შემოვიდნენ,
პარლამენტსაც დაიკავებენ , კანცელარიას, საპატრიარქოს და მერე უყარე კაკალი
ნიკა
14 აგვისტო 2021 14:51
ღმერთო შენ დაგვიფარე

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები