ტოტალური ფარული მოსმენა ერთი უბედურებაა, საიდუმლო ინფორმაციების ხშირი გაჟონვა - მეორე...
ტოტალური ფარული მოსმენა ერთი უბედურებაა, საიდუმლო ინფორმაციების ხშირი გაჟონვა - მეორე...
"მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ" - ეს ცნობილი ფრაზა საქართველოში შეიძლება ასეც ჩამოყალიბდეს: "მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ გისმენს შენ..."

საქართველოში ახალი სკანდალი აგორდა სოციალური ქსელებით ფარული მოსმენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ. ეს ახალი და მოულოდნელი არც იყო, რადგან მოახლოებული არჩევნების წინ პოზიცია-ოპოზიციის ურთიერთღრენა ყველა საზღვარსგასცდა და თუკი 2012 წლის არჩევნებზე იმდროინდელი ხელისუფლება მეტწილად ციხის კადრებმა შეიწირა, რატომ არ ეცდება დღეს ოპოზიციად
ქცეული მაშინდელი მმართველი ძალა,ახლანდელ ხელისუფლებას სამაგიერო იმავე ხერხით გადაუხადოს?

მაშინ ციხე მართლაც შიგნიდან გატყდა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან "ციხის კადრები" იქ მომუშავე პირებმა გადაიღეს და გაავრცელეს. ახლაც სამღვდელოება-ჟურნალისტების სატელეფონო საუბრები უდავოდ იმ პირმა ან პირთა ჯგუფმა ჩაწერა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის მიერ მოპოვებული
მასალების სპეციალურ საინფორმაციო ბაზასთან.

ხელისუფლების თავის ტკივილია, არკვიოს, საიდან გაჟონა ინფორმაციამ, მაგრამ ამაზრზენია ფაქტი, რომ როგორც ადრე მიმდინარეობდა ტოტალური თვალთვალი და მიყურადება, დღესაც ისევე გრძელდება.

თვითონ გამომიცდია ძალზე უსიამოვნო მომენტი, როდესაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უკრაინულ რესტორანში, ოფიციანტს ჯერ შეკვეთა მოაქვს ჩვენს მაგიდასთან, მერე ქუჩაში გადის, საიდანღაც აძრობს პროფესიონალურ ფოტოაპარატს დიდი ტელეობიექტივით და რესტორნის ფართო მინების მიღმიდან ჩვენი სუფრის თითოეული წევრის პორტრეტს იღებს, მეორე დღეს კი ჩემს მეგობარსა და ნათელმირონს ძალიან მაღალი თანამდებობიდან "ტუქსავენ", ხომ გითხარით, ალადაშვილს არ შეხვდეო. მეგობარი უმტკიცებს, რომ არ შემხვედრია, რის შემდეგაც წინ უწყობენ ჩვენი ერთად ყოფნის ამსახველ საუკეთესო ხარისხის ფოტოებს...

საქმე ის არის, რომ ყოველთვის ყველას მოსმენა-თვალთვალისთვის საქართველოს კი არა, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სპეცსამსახურებს არ ჰყოფნით რესურსები,Aამიტომ თუ კონკრეტული პიროვნების მოსმენა გადაწყდება, იწერება მისი საუბარი მეგობრებთანაც, რომლებთანაც, ცხადია, ყველაზე ხშირად უწევს ურთიერთობა, მერე კი იშიფრება მეგობრების აზრები, გამონათქვამები, პოზიციები.

მართალია, ეს წინა ხელისუფლების პერიოდში უფრო ტოტალურად ხდებოდა (მაშინ ჟურნალისტებზე პირდაპირი თუ ფარული ზეწოლის კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება), მაგრამ თუკი დღევანდელი ხელისუფლებაც ამ საშიშ ტრადიციას აგრძელებს, მაშინ საშველი მართლაც არ ყოფილა...

P.S. საზოგადოების უმრავლესობა შეცდომით თვლის, რომ თუკი მობილურ ტელეფონში მოსაუბრის ხმის ექო მეორდება, ე.ი. აუცილებლად გისმენენ. სინამდვილეში, თუ სპეცსამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური ნაწილის სპეციალისტებს თქვენი ტელფონის მიყურადება აქვთ დავალებული, დარწმუნებული იყავით, ისინი განსაკუთრებით იზრუნებენ, რომ თქვენი სატელეფონო საუბრისას ხმა უზადო იყოს...

ჩვეულებრივ ობივატელს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მხოლოდ საუბრის ჟღერადობით არ შეუძლია იმის დადგენა, ისმინება თუ არა მისი ნომერი, თუმცა შეიძლება ეჭვი გაგიჩინოთ კურიოზულმა სიტუაციამ - მაგალითად, დაგავიწყდათ ანაგარიშის შევსება, მაგრამ თქვენი ტელეფონითმაინცრეკავთ, ინტერნეტსაც იყენებთ და თან გიხარიათ, რომ მობილური კავშირის კომპანიას გადაუხდელობის გამო თქვენი ტელეფონის ცალმხრივად გათიშვადაავიწყდა.აი, სწორედ ამ დროს არის თქვენი სიხარული ნაადრევი, რადგან აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან აინტერესებს, ვის ურეკავთ, დღეში რამდენჯერ, ან რაზე ლაპარაკობთ.Aამიტომაც "დაავიწყდათ" თქვენი ტელეფონის თუნდაც ცალმხრივად გათიშვა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები