წინასაარჩევნო ვიდეო რგოლებს გადავავლე თვალი, არაფერი ახალი და განსხვავებული, წინასაარჩევნოდ ლოყებღაჟღაჟა კანდიდატები ხვდებოდნენ სადღაც სოფლად გაჭირვეულ დამშეულ ხალხს და ჰპირდებოდნენ აყვავებას, გასხივოსნებას. სახელმწიფოზე დადარდიანებული პოლიტიკოსები ზოგი პენსიის მომატებას გვპირდებოდა, ზოგი უკეთეს განათლებას, მაგარ ახალგაზრდობას, უდარდელ სიბერეს, ნარკო კარტელებისგან თავისუფალ საქართველოს, და ა. შ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატრიოტობაში და ოპონენტებს მოღალატეებად მოიხსენიებდნენ.