ვოლტერის დეფიციტი, ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს დაცინვა?
ვოლტერის დეფიციტი, ანუ რატომ არ გვიყვარს ქართველებს დაცინვა?
ჩემს პირველ წერილს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ორთოდოქსი მომხრეების მხრიდან მძაფრი გამოხმაურება მოყვა. რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენში ქართული სული ისევ მედგრად ყივის, მაგრამ რაღაც ძალზედ მეეჭვება რომ ეს სულის ყივილი მხოლოდ სიკეთეს გვიქადდეს, თუ რატომ ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინათ, ჩემს ცხოვრებაში პირველად დიდი ფრანგი განმანათლებლის, ვოლტერის, მეტ ნაკლებად დეტალურ ბიოგრაფიას ვეცნობოდი. ფრანგი ერის წინაშე ვოლტერის ღვაწლის აღსანიშნად ბიოგრაფიის ავტორს შემდეგი ფრაზა
ჰქონდა მოყვანილი - "ვოლტერი დასცინოდა კათოლიკური ეკლესიის ჩამორჩენილობას". გადმოცემაც კი მიჭირს იმ შოკის, რომელიც მაშინ ამ ფრაზის ამოკითხვისას დამეუფლა, მანამდე ძირითადად ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ერის კაცების, ბიოგრაფიას ვიცნობდი. მათ მოღვაწეობაში კი ძირითადად ის იყო აღნიშნული, რომ ისინი ტანზე თაფლს ისვამდნენ, ბახტრიონის გალავანზე ხტებოდნენ და დედასამშობლოს
შემოსეულ მტრებს მუსრს ავლებდნენ. დაცინვით და ღლაბუცით (რაც, მაშინ სინონიმები მეგონა) სახელმოხვეჭილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ კი არაფერი გამეგო.
ვაღიარებ - ჩემი განათლება მაშინ საკმაოდ მწირი იყო, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ამითაც არ აიხსნება.

ქართველებს ზოგადად არ გვიყვარს დაცინვა! ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზეზები, ისტორიულიც და მენტალურ-ფსიქოლოგიურიც. ქართველები ვართ, ყველამ იცის, რომ ჩვენში ვინმეს იდეების, აზრების თუ პოზიციის გაქილიკება ჩვენში ლამის პიროვნული შეურაცხყოფის ტოლფასია, ჩვენც მაქსიმალურად ვერიდებით ამ საქმეს, რომ როგორმე ერთურთის გულისწყრომა არ გამოვიწვიოთ. ამასთანავე, ერთად ცოდვა გამხელილი სჯობს და წარსული მართლა დრამატული გვქონდა, სულ მტრის წინაშე გვიწევდა დგომა და ერთმანეთს, ყველაზე ხშირად, ბრძოლის ველზე, თანამებრძოლის სტატუსში ვხედავდით. თანამებრძოლის კრიტიკა კიდევ ძნელია.
ვოლტერს რა უჭირდა? გაამასხარავებდა რომელიმე კათოლიკე ფრანგს, გასწევდა შემდეგ პარიზული სალონებისკენ და შეიძლება ცხოვრების ბოლომდე აღარც ენახა მის მიერ აბუჩად აგდებული ადამიანი, ჩვენ კი ამის ფუფუნება არ გვქონდა!
ყოველთვის ცოტანი ვიყავით, ყოველთვის ერთმანეთის შუბ-იარაღის იმედი გვქონდა და ამ ვითარებაში არაფრით გამოდიოდა ხან ერთმანეთზე მასხარაობა და ხანაც ერთად ხმლის ქნევა, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ - ეგზისტენციური საფრთხის წინაშე ერთ მუშტად დადგომა მეტ-ნაკლებად ვისწავლეთ, მაგრამ შედარებით მშვიდობიანობის დროს ვიღაც-ვიღაცეების მსუბუქად რომ ვთქვათ, აბსურდული იდეების გაკრიტიკება მკრეხელობად მივიჩნიეთ და ის მშვიდობაც უტოპიური იდეების მსახურებას მოვახმარეთ.

მოკლედ წარსულში რატომ იყო ეს ასე, მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ დღეს რატომ სურს უმრავლესობას რომ ყველაფერი ასე დარჩეს, ეს აბსოლუტურად გაუგებარია!
განა ნათელი არ არის თუ რამდენი მოიგო საფრანგეთმა ვოლტერის ქილიკით და ჩვენ რამდენი წავაგეთ იმ ადამიანის მოკვლით, რომელმაც გაბედა და ყველაზე მეტად დასცინა ("ბედნიერი ერი", "კაცია- ადამიანი?!") თავის თანამემამულეებს?
"თავისუფლება მოგვცენ და მარტო ბორჯომით ვიცხოვრებთ"; " მთელი გენშერები და რეიგანები სულ მაგის ძმაკაცებია, ეძიკა როგორ ვერ გვიშველის?!" ; " რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" - ამ აზრებისთვის თავის დროზე რომ დაგვეცინა, ხომ ყველა ერთად მოვიგებდით? თუმცა არა, ჩვენ მაინც ძველებურად გვინდა ცხოვრება, ვითომ ისევ მონღოლები მოდიან, ვითომ ისევ ბიძაშვილ-მამიდაშვილებისგან დაკომპლექტებული გვაროვნულ ტომობრივი გაერთიანება ვართ და არა სახელმწიფო... ვითომ ამ ყველაფერს არა უშავს. ამასობაში კი ჩვენ პლანეტაზე ყველაზე განვითარებული ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ერთმანეთის დასაცინად კინოებსაც კი იღებენ, აცხადებს რომ მისი კომპანია 2024 წლიდან მარსის კოლონიზაციას დაიწყებს.... ვიღაცეები კი დასცინიან, მაგრამ ის მაინც იძახის!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

შოდა
09 სექტემბერი 2018 14:20
ამ კაცს რა უნდა ელაპარაკო? ერთმანეთსი ერევა ყველაფერი. საცოდავი ჩვენი ქვეყანა ასეთი ბრძენკაცების იმედად რომაა დარჩენილი!
giorgi
11 იანვარი 2018 12:48
დასცინა - სიტყვას თუ შეცვლი მიუთითა_თი სწორი იქნება, მარგამ ეს მიუთითა სხვა კატეგორიაა, დასცინა კი სხვა
ილიას არ დაუცინია
იქნებ ჩცდ_ს სცენტარისტიც ილიას ამოუყენო ან პირიქით ილია გახადო ამ პატივის ღირსად

ფიდერის ხელოსანი ხარ
Tekla
01 იანვარი 2018 20:40
ავტორის აზრით ჩვენ არ ვიცით მართლა დასაცინის დაცინვა. დავამატებდი, რომ სამაგიეროდ ჩვენ შესანიშნავად ვიცით მართლა დასაცინების მიერ მართლა დიდი ადამიანების დაცინვა და ღლიცინი, საკუთარი არარაობის შესანიღბავად.
ეხლაც ესე არ არის?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები