გილოცავთ! ჩვენ კრიტიკით დაგეხმარებით!
გილოცავთ! ჩვენ კრიტიკით დაგეხმარებით!
ეგზიტპოლების (ისე, "ექსიტპოლებია" სწორიო, მითხრეს) შედეგები გამოქვეყნდა...

 

პატარა აღარ ვარ, ბევრი მთავრობა "გამოვიცვალე", მაგრამ ასეთი უჩვეულო გრძნობა არასოდეს მქონია: ახლაღა მივხვდი, რომ თურმე ყველაზე მუდმივი "ვარდყვავილოვანი" ხელისუფლება მეგონა და ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ "ნაციონალების" დამარცხება გამკვირვებია...

კალამბურისთვის ბოდიში და, სწორედ ეს ჩემი გაკვირვება მიკვირს - რა მოხდა მერე, დემოკრატიაზე მქადაგებელი და "დემოკრატიის შუქურად" აღიარებული გუნდი, დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ მიკვირს, "ვერ მჯერა", შფოთი მიპყრობს...

მიხარია? კი, მიხარია - ზოგადად, ცვლილები მიყვარს. მით უმეტეს,

"ვერგამქაჩავი" ხელისუფლების ცვლილება რატომ არ უნდა მიხაროდეს?!.

მეშინია? კი, მეშინია კიდეც - არ ჩანს ურიგო კაცი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნისა და ხალხის მოყვარული ქართველის შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს შთაბეჭდილებაც ხომ ნაკეთები საქმეებით შექმნა, მაგრამ შიშით ველი პარლამენტის მუშაობის პირველივე ეტაპზე კოალიციის დაშლას...

იმედი მაქვს? კი, დიდი, უდიდესი იმედი მაქვს,

რომ უფრო ღირსეულად იცხოვრებს საქართველო და უკეთესის მოლოდინში გაზრდიან ქართველი მშობლები შვილებს...

ფეისბუქზე უცხოეთში მყოფ მეგობარს ვესაუბრებოდი და, - 15 წუთში დავბრუნდები, ორიოდე აბზაცი მაქვს დასაწერი-მეთქი. - იცოდე, "ძალიან მაგარი" რამე დაწერეო! ყველა მეგობარზე მეტად მიყვარს ის მეგობარი, მაგრამ "ძალიან მაგარი" როგორ დავწერო?! თვითონაც იცის, ძნელია ასე წერა - ეიფორიაში, ჩართული ტელევიზორიდან გადმოფრქვეული მასობრივი აღტყინების შთაბეჭდილების ქვეშ... თანაც ეს ოხერი "ბებრული" ეჭვი - "ექსიტპოლი ექსიტპოლად, მაგრამ დილამდე მაინც რამე არ "იმასქნან", ამათი..."

...ახლა დაღამდება, ხვალ გათენდება და მართლა ამაღამ რამე თუ არ "იმასქნეს", მალე სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ - იმედია, უკეთესში... თუ არა და, ისეთში მაინც, რომელსაც ასეთი ნერვების წყვეტის გარეშე შევცვლით მშვიდი, უდავიდარაბო არჩევნებით...

მანამდე კი, მანამდე გვერდში დავუდგეთ, საქმე ერთად ვაკეთოთ, ოღონდ უკრიტიკობას არ ელოდეთ, ბატონებო, ჩვენ კრიტიკით დაგეხმარებით!

ზვიად გურული

მკითხველის კომენტარი (24)
Jondi
05 ოქტომბერი 2012 11:45
bizo, ტვინი დაგეტკეპნა ეტყობა, ცოტა სავარჯიშოს მოქცემ, შენს სახელში ი შეცვალე ო-თი და მიიღებ რას? შენს რეალურ სახეს...
martia
03 ოქტომბერი 2012 15:13
bizo - ოოოოოო!

გაიღვიძე, შენი მატარებელი გაჩერდა და ჩადიიიი!

ჩვენ მივდივართ ტანამედროვე ქვეყნის და მართალი დემოკრატიის, გაცოცხლებული ეკონომიკის და დაფასებული ღირსების სადგურებისკენ!


დავაი, დასვიდანიაააა! უფრო სწორად, პრაშჩაიიიი!
david68
03 ოქტომბერი 2012 06:25
mishaaaaaaa.....shens gverdit aris mteli ofurchxeti
bizo
02 ოქტომბერი 2012 19:46
IS RAC VER GAAKETA PUTINMA CHVEN QARTVELEBMA GAVAKETET ERTI PURCELZE NAJGABNIT ROMELIC KIDEV 20 CLIT CHAMOTOVEBS SAQARTVELOS REALOBA ESETIA MOIMARAGET KERASINKEBI AKUMLIATOREBI CIN MXIARULEBA TETRI MELAS DROSHI VBRUNDEBIT
ninia
02 ოქტომბერი 2012 14:58
მშვენიერი სტატიაა. ამ განწყობიტ და ტაქტიკიტ უნდა მიუდგეთ ყველა და არცერტი ხელისუფლება არ დაუსჰვებს გამოუსწორებელ შეცდომას. ზალიან მიხარი ცვლილება. იქნებ გვაშველოს, მაგრამ გამადიდებელი შუშიტ რომ ვუყურებტ ამას უნდა გრძნობდეს ყველა ხელისუფალი, ტორემ რა პრობლემაა. რეალობას რომ უყურებ ოცნებას ტავს ანებებ ადამიანი. გმერთმა დაგვიფაროს ასე მოხდეს. მჯერა რომ არ იქნება ასე.
Tornike
02 ოქტომბერი 2012 13:44
თუ ვინმეს გონია, რომ ქართული ოცნებას ან რომელიმე სხვა პარტიას საზეიმოდ აქვს საქმე, ძალიან ცდება - მათაც და ახლა უკვე ოპოზიციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობასაჩ ძალიან ბევრი და რთული პრობლემის გადაჭრა მოუწევთ. საქართველოში ცხოვრების დონე ახლო მომავალში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს. ამას ერთად მუშაობის გარეშე ვერ მიაღწევენ. იმედი მაქვს არ დაიწყება ანგარიშსწორება და "წილების გადანაწილება", და პარლამენტი მართლა ხალხის სამსახურში ჩადგება. სანამ განსხვავებული აზრის პატივისცემას არ ვისწავლით, მანამდე არ გვეშველება! და კიდევ - ხალხის სახით, დღეიდან, ნებისმიერ პარტიას უმკაცრესი მეთვალყურე და პასუხის მომთხოვნი ეყოლება.
tamaz
02 ოქტომბერი 2012 13:14
ina
ინა, ჯერ თქვენ შეხედეთ კარგად, ვინაა ჩემი მიმართვის ადრესატი:))
ბატონ ზვიადთან საკამათო რა მაქვს, შესანიშნავი სტატიაა, ერთ ჭკუანაღრძობ ნაცების ცუციკს ვარიგებ ჭკუას მხოლოდ.
ina
02 ოქტომბერი 2012 13:03
თამაზის გასაგონად!!! თვალები კარგად გაახილე და ისე წაიკითხე, მე ზვიადის სტატიაში ბოღმის ნატამალიც კი ვერ ვნახე, დაბოღმილს შენ უფრო გავხარ, ვიზიარებ მის შიშსაც და მის ეჭვსაც, გამოცდილება კარგი სკოლააო, ნამდვილად არ უნდა ჩავარდეთ ეიფორიაში და მეც ვიტოვებ იმედს რომ ყველაფერი კარგად იქნება, საზოგადოება გაზრდილია და ფხიზლად იქნება, ამაში კი ჟურნალისტებს ყველაზე დიდი მისია აკისრიათ....
tamaz
02 ოქტომბერი 2012 12:27
n
ასე რამ დაგბოღმა, რომ რა აბდაუბდას წერ, თვითონაც ვერ გაგიგია. ტრ--ი დააყენე და წყნარად იყავით. თქვენ თუ არ გჯერათ, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს საქართველოს.
maka
02 ოქტომბერი 2012 11:00
აღტკინებაა სწორი ქართული

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები