02-10-2012
პირველმა ემოციებმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ სანამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზეიმში ათენებდნენ, "ნაციონალები" და ცესკო კალკულატორებით ხელში "შრომობდნენ".დილას კი, ცესკოს შეფმა ხარატიშვილმა განაცხადა, ჩვენ საიტს "ცუდმა ბიჭებმა" შეუტიეს და ზოგიერთი მონაცემის გამოქვეყნება იმიტომ ყოვნდებაო; ამავე დროს "ნაცმოს" რუპორებმა (ჩიორა თაქთაქიშვილმა და ორიოდე სხვამაც) დამაჯერებელი ტონით განაცხადეს, - პროპორციულში კი დავმარცხდით, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებს დიდი უპირატესობით ვიგებთ და საბოლოოდ უმრავლესობა პარლამენტში ისევ ჩვენ ვიქნებითო.
რა ხდება სინამდვილეში? ვინ მოიგო არჩევნები
ვარიანტების დათვლას ექსპერტ კახი კახიშვილთან ერთად შევეცადეთ:
- ბატონო კახი, "ქართულ ოცნებას" ცოტა ადრე ხომ არ უხარია?
- "საიტის გაფუჭება" რომ დროის მოგების ფანდია, ამას ბავშვიც კი მიხვდება. ახლა იმაზე მსჯელობენ, რამდენპროცენტიანი უპირატესობა "გაუფორმონ" ივანიშვილის ბლოკს. ჩემი მონაცემებით, ის 10 თუ 12 პროცენტიც, რომელსაც აღიარებენ, უკვე გაყალბების შედეგია, თორემ სინამდვილეში სხვაობა ორჯერ მეტიც იყო.
ეს უპირატესობა (10-12 %) შესაძლოა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავიც იყოს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორიოდე მანდატის სხვაობას იძლევა.
- პროპორციული არჩევნებით ხომ 77 მანდატი ნაწილდება. 10-12% ორიოდე რატომ ჩამოდის?
- 10-12 პროცენტიანს "მარტივი მანიპულაციით" ჩამოიყვანენ 8-9 პროცენტზე (ჯერ ხომ ოფიციალურად უბნების მეოთხედიც კი არ არის დათვლილი). ასეთი სხვაობის შემთხვევაში, თუკი "ქრისტიან-დემოკრატებსაც" გადაალახვინებენ 5-პროცენტიან ზღვარს (და ამის მცდელობებიც აშკარაა), შესაძლოა მივიღოთ თუნდაც ასეთი პროპორცია 51% - 44% - 5%. ეს ნიშნავს, რომ "ოცნებას" ეყოლება 5 დეპუტატით მეტი. მაგრამ ერთი ადგილის დათმობა მოუწევს ქდმ-სთვის (კანონის მიხედვით, თუკი პარტია გადალახავს 5%-იან ზღვარს, მაგრამ ვერ ქმნის ფრაქციას, მას გამარჯვებული უთმობს ერთ მანდატს).
ამ სხვაობას კი მაჟორიტარული ოლქებით "ამოქაჩავენ". ყოველ შემთხვევაში, იმედი აქვთ.
- დილის მონაცემებით, "ოცნება" (თბილისსაც თუ ჩავთვლით), 3 მანდატით, მაჟორიტარებსაც იგებდა.
- კი, მაგის შემდეგ, გარდაბანსა და თიანეთშიც მათ სასარგებლოდ შეიცვალა მდგომარეობა; მაგრამ ყველაზე პრობლემატური 15-ზე მეტი ოლქი ჯერ "გასაიდუმლოებულია". საღამოს ბევრი რამ გაირკვევა. დაველოდოთ...
P.S. საღამომდე მართლაც ბევრი რამ გაირკვევა, ამიტომ დღეს, 17-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, რადიო "პალიტრის" ტოკშოუ "პროვოკატორში" სწორედ კახი კახიშვილი იქნება სტუმრად და წამყვანთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებს პარტიების შანსებზე.
შე მართლა უჭკუოვ!
100 დუმბაძე რომ ყოფილიყო, ასივეს უნდა მიეღო ხმა, რადგან ამ მეცოცხეების პარტიას რომ ავადმყოფ ტვინში დაებადებოდა, ისეთი დუმბაძეს ყველაზე საზიზღარ ფანტაზიებშიც კი არ მოუვა აზრად!
დუმბაძე ერთი პატრიოტი კაცია და მიშას პარტიელებივით დავარცხნილად თუ არ ლაპარაკობს, რომელიც მერე გათხრივლ საფლავებში ღიმილით ყრიდა მთელ ქართულ გენსა და ნიჭს, ეს არაფერია!
მთავარაია, ხალხის და არა საკუთარი თავის მსახურება და მათზე ზრუნვა, რასაც ხელისუფლება არ აკეთებდა!
მისი ფასადური დემოკრატია და შეღებილი ფასადები, რომლის იქითაც გაჭირვებული ერი გმინავდა, აღარასოდეს დაბრუნდება ამ უდიდესი კულტურის ერში, რომელსაც მანქურთები შემოესიენ და ხრავდნენ!
სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს და პრემიერ მინისტრს კლავდნენ!
6. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77- ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.
აქ ჩვენ ვიანგარიშეთ დაახლოებით, ვინაიდან მიღებული ხმების რაოდენობა არ ვიცოდით.