ვინ მოიგო არჩევნები?
ვინ მოიგო არჩევნები?
პირველმა ემოციებმა გაიარა და აღმოჩნდა, რომ სანამ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ზეიმში ათენებდნენ, "ნაციონალები" და ცესკო კალკულატორებით ხელში "შრომობდნენ".
დილას კი, ცესკოს შეფმა ხარატიშვილმა განაცხადა, ჩვენ საიტს "ცუდმა ბიჭებმა" შეუტიეს და ზოგიერთი მონაცემის გამოქვეყნება იმიტომ ყოვნდებაო; ამავე დროს "ნაცმოს" რუპორებმა (ჩიორა თაქთაქიშვილმა და ორიოდე სხვამაც) დამაჯერებელი ტონით განაცხადეს, - პროპორციულში კი დავმარცხდით, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებს დიდი უპირატესობით ვიგებთ და საბოლოოდ უმრავლესობა პარლამენტში ისევ ჩვენ ვიქნებითო.
რა ხდება სინამდვილეში? ვინ მოიგო არჩევნები
და რა "სიურპრიზი" შეიძლება შემოგვთავაზოს "ცესკო-"ნაციონალური მოძრაობის" ალიანსმა"?
ვარიანტების დათვლას ექსპერტ კახი კახიშვილთან ერთად შევეცადეთ:

- ბატონო კახი, "ქართულ ოცნებას" ცოტა ადრე ხომ არ უხარია?


- "საიტის გაფუჭება" რომ დროის მოგების ფანდია, ამას ბავშვიც კი მიხვდება. ახლა იმაზე მსჯელობენ, რამდენპროცენტიანი უპირატესობა "გაუფორმონ" ივანიშვილის ბლოკს. ჩემი
მონაცემებით, ის 10 თუ 12 პროცენტიც, რომელსაც აღიარებენ, უკვე გაყალბების შედეგია, თორემ სინამდვილეში სხვაობა ორჯერ მეტიც იყო.
ეს უპირატესობა (10-12 %) შესაძლოა, ერთი შეხედვით შთამბეჭდავიც იყოს, მაგრამ რეალურად მხოლოდ ორიოდე მანდატის სხვაობას იძლევა.

- პროპორციული არჩევნებით ხომ 77 მანდატი ნაწილდება. 10-12% ორიოდე რატომ ჩამოდის?

- 10-12 პროცენტიანს "მარტივი მანიპულაციით" ჩამოიყვანენ 8-9 პროცენტზე (ჯერ ხომ ოფიციალურად უბნების მეოთხედიც კი არ არის დათვლილი). ასეთი სხვაობის შემთხვევაში, თუკი "ქრისტიან-დემოკრატებსაც" გადაალახვინებენ 5-პროცენტიან ზღვარს (და ამის მცდელობებიც აშკარაა), შესაძლოა მივიღოთ თუნდაც ასეთი პროპორცია 51% - 44% - 5%. ეს ნიშნავს, რომ "ოცნებას" ეყოლება 5 დეპუტატით მეტი. მაგრამ ერთი ადგილის დათმობა მოუწევს ქდმ-სთვის (კანონის მიხედვით, თუკი პარტია გადალახავს 5%-იან ზღვარს, მაგრამ ვერ ქმნის ფრაქციას, მას გამარჯვებული უთმობს ერთ მანდატს).
ამ სხვაობას კი მაჟორიტარული ოლქებით "ამოქაჩავენ". ყოველ შემთხვევაში, იმედი აქვთ.

- დილის მონაცემებით, "ოცნება" (თბილისსაც თუ ჩავთვლით), 3 მანდატით, მაჟორიტარებსაც იგებდა.

- კი, მაგის შემდეგ, გარდაბანსა და თიანეთშიც მათ სასარგებლოდ შეიცვალა მდგომარეობა; მაგრამ ყველაზე პრობლემატური 15-ზე მეტი ოლქი ჯერ "გასაიდუმლოებულია". საღამოს ბევრი რამ გაირკვევა. დაველოდოთ...

P.S. საღამომდე მართლაც ბევრი რამ გაირკვევა, ამიტომ დღეს, 17-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, რადიო "პალიტრის" ტოკშოუ "პროვოკატორში" სწორედ კახი კახიშვილი იქნება სტუმრად და წამყვანთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებს პარტიების შანსებზე.
მკითხველის კომენტარი (18)
martia
03 ოქტომბერი 2012 09:32
shako!

შე მართლა უჭკუოვ!
100 დუმბაძე რომ ყოფილიყო, ასივეს უნდა მიეღო ხმა, რადგან ამ მეცოცხეების პარტიას რომ ავადმყოფ ტვინში დაებადებოდა, ისეთი დუმბაძეს ყველაზე საზიზღარ ფანტაზიებშიც კი არ მოუვა აზრად!

დუმბაძე ერთი პატრიოტი კაცია და მიშას პარტიელებივით დავარცხნილად თუ არ ლაპარაკობს, რომელიც მერე გათხრივლ საფლავებში ღიმილით ყრიდა მთელ ქართულ გენსა და ნიჭს, ეს არაფერია!
მთავარაია, ხალხის და არა საკუთარი თავის მსახურება და მათზე ზრუნვა, რასაც ხელისუფლება არ აკეთებდა!
მისი ფასადური დემოკრატია და შეღებილი ფასადები, რომლის იქითაც გაჭირვებული ერი გმინავდა, აღარასოდეს დაბრუნდება ამ უდიდესი კულტურის ერში, რომელსაც მანქურთები შემოესიენ და ხრავდნენ!

სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს და პრემიერ მინისტრს კლავდნენ!
z.guruli
03 ოქტომბერი 2012 01:51
ნწუ ... ნწუ ... ნწუ ...
კახა კახიშვილი
03 ოქტომბერი 2012 00:22
არჩევნების შედგების ზუსტი შეჯამება ხდება სპეციალური ფორმულით, რომელიც მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125 მუხლში - . პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას
6. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77- ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.
აქ ჩვენ ვიანგარიშეთ დაახლოებით, ვინაიდან მიღებული ხმების რაოდენობა არ ვიცოდით.
კახა კახიშვილი
03 ოქტომბერი 2012 00:13
არჩევნების შედგების ზუსტი შეჯამება ხდება სპეციალური ფორმულით, რომელიც მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125 მუხლში - . პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას
აქ ჩვენ ვიანგარიშეთ დაახლოებით, ვინაიდან მიღებული ხმების რაოდენობა არ ვიცოდით.
nia
02 ოქტომბერი 2012 23:12
shako
შენ სად გაქვს ჭკუა? ცოცხში?
shako
02 ოქტომბერი 2012 17:46
აი ბათუმელები ნაღდად ვერ ყოფილან სრულ ჭკუაზე. როგორ გაიყვანეს ეს მართლა გიჟი. ბიძინა თვითონ ძალიანაც კარგი კაცია, მაგრამ ირგვლივ ბევრი ცუდი ხალხი ყავს. არ უნდა შეშლოდა პარლამენტარების შერჩევა ასეთ ჭკვიან კაცს.როგორ შეიძლება კახი კალაძეს ვანდოთ ქვეყნის კანონმდებლობა, კაცს რომელსაც ჭკუა "ფეხებში" აქვს და იქაც არასოდეს ქონია ნორმალურად.
jondi55
02 ოქტომბერი 2012 17:06
ისე მშვიდად აღიარა წაგება სააკაშვილმა, რომ ეჭვი გამიჩნდა.ესენი არ მოისვენებენ და მაინც გამოიწვევენ ბუნტს.ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ჩვენი ხმები,თორემ, ესენი ისეთი უნამუსოები არიან,ბოლოს მოგებულები გამოვლენ.ქუდზე კაცი თვითეული ხმის დასაცავად!!!!
utruxune
02 ოქტომბერი 2012 16:52
asanidze tuki ighebda kanonebs zviadauri ver miighebs? :D
giga
02 ოქტომბერი 2012 15:55
გაუნათლებელი სამოქალაქო საზოგადოება რომ ვართ გუშინ დავრწმუნდი... ვინ რას ზეიმობს? ან ერთი და ან მეორე მხარე? ვაი ჩვენს პატრონს... ზვიადაურმა და კურტანიძემ უნდა მიიღონ კანონი და მურმან დუმბაძემ? კიბოთი რომ იმუქრება... საცოდავია ხალხი დიდ ჭაობშია და აქედან ამოსვლას ჯობს გაეცალო აქაურობას... მოგენატრათ ხოო ქუჩაში რეკეტი და ყაჩაღობა, ძარცვა და წამება, ციხის კადრები მონაგონი იქნება ისეთი დრო მოდის...
dato
02 ოქტომბერი 2012 15:54
რომ გააყალბეს და წააგეს დიდი სხვაობით უპრო დებილიც ადვილად მიხვდება,ეს ამაზრზენი ნაცები ცდილობენ მინიმალური მარცხიტ გააპორმონ დამარცხება და კდპ-ს გადაალახვინონ 5%, ტავიანტ მონებს ბარიერი რომ ისევ ზლიერ ზალად დარჩნენ,არ გაუვათ უკვე დედა აგარ ყავთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები