ანონსი: თქვენ რას ჰკითხავდით მინისტრს?
ანონსი: თქვენ რას ჰკითხავდით მინისტრს?
სავარაუდოდ, "კვირის პალიტრის" შემდეგ ნომერში გამოქვეყნდება ინტერვიუ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან. თქვენ რას ჰკითხავდით მინისტრს? გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები. მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენთვის საინტერესო თემებს დაუთმობს.

მკითხველის კომენტარი (19)
ელლა
11 მაისი 2016 16:18
რას ვკითხავდი ად აფერისტია დიდი....ვითომ აფინანსებს ავადმყოფს..სამაგიეროდ ოპერაციის სმდეგ იმოდენა მკურნალობა და წამლები უნდააა ....ასე რომ რა მგელს შეუჭამიხარ და რა მგლის ფერ ძაღლას..უნამუსოები და თახსირები ხართ..1 აბი წამალი 15 ლარი რომ ერირება იმის ჯანდაცვის მინისტრი ადამიანდ უნდა ჩაითვალოს? ან საერთოდ მტავრობა? მერე მარტო ერტი დასახლებეის წამალია საჭირო? შეგრცხვეეეთ ..მცირედიიი ნუ აბოლებტ ხალს..მარტო ექიმთან ვიზიტი რა ღირს?ახლობელი 2 წლის ბავშვით ხელში 2 საათი აყურყუთეს კიბეებზე სანამ მაზლმა ფული არ ისეხა იშოვა და არ გადაიხადა მაგათი გადასახურავიიი...აი ასეთი ქვეყანა და ევროპა უნდათ ამ მათხოვრეს..ევროპული სტანდარტების ძახილი კი იცია..რომ ჩაეთრევით იმ ევროპაში არადა ყოველ კვირა დადიხართ ამისთანა მდომარეობაა? ცრუებო და ვერაგებო..
მადონა
24 იანვარი 2014 13:04
მე გახლავართ სვილმკვდარი დედა.18 წლის შვილი დავკარგე ავტოკატასტროფაში,მყავს ტყუპები ქალ–ვაჟი.ბიჭს აქვს აუტიზმი,მეც მძიმე ავადმყოფი ვარ,მეორე ჯგუფის ინვალიდი მარტოხელა დედა.ვმუშაობ ,ტქვენი კოლეგა ვარ,მაგრამ უკიდურესად მიჭირს .ამ სიტუაციის მოკლედ გადმოცემა და თანაც წერილობით,ჩემთვის რთულია.იქნებ გამოზებნოდ დრო აუდიენციისთვის,იქნებ ცემი მოსაზრებები თუ როგორ დავეხმაროდ უნარშეზღუდულ ბავშვებსდა არა მარტო ბავშვებს თქვენთვის საინტერესო და მისაღები იყოს.პირველად გამიჩნდა იმედი რომ საქართველოში რაღაც შეიცვლება სასიკეთოდ,ამ ოპტიმიზმის მიზეზი თქვენ ბრძანდებით.
irina
12 აგვისტო 2013 10:49
ბ-ნო მინისტრო, თუ რომელიღაც გამოკვლევაში ვიხდიდით ოც ლარს, ახლა ღირს ორმოცი ლარი და ჩვენ ვიხდით 50 % -ს ისევ ოც ლარს.ტომოგრამა ღირდა 180 ლარი ახლა ღირს 400 ლარი და ვიხდით 50% ს რაც შეადგენს 200 ლარს და ა.შ. თანაც სადაზრვევოები ექიმებს უკრძალავენ ძვირადღირებულ გამიკვლევების დანიშვნას.
ნათია
25 აპრილი 2013 12:28
როგორ გამიხარდა რომ კითხვის დასმის საშუალება მაქვს! მიხარია ბატონო მინისტრო! გვასწავლეთ როგორ მოვუაროთ მშობლებს, რომლებსაც ინსულტი აქვთ და აქვთ საპენიო დაზღვევა, ხომ ვერ მასწავლით როგორ გამოვიყენო ეს და როგორ დავეხმარო მომაკვდავს? როგორ ავუყვანო მომვლევლი, რომ გარედან საჭმელი მოვუტანო, რომ ელემენტარულად გამოვკევებო? დამაკვალიანეთ რა, ვიცი გექნებათ პასუხი, ჩვენ ოცნებით ვცხოვრობთ. ნეტა თუ იცით რა ძნელია ცხოვრობდე, როცა იცი რომ შენი შრომაში დაბერებული, მუხლჩაუხრელი, დედა ლოგინზეა მიჯაჭვული და შეიძლება წყალი უნდოდეს და ვერ მიაწოდო, იმიტომ რომ საზრდოს საპოვნელად ხარ გასული, მარტოა და მომვლელის ფული არ გაქვს, არადა ეს მშობელი არასოდეს ჩამომჯდარი არ გინახია, წამოწოლილი არ გინახია, ებრძოდა სიღარიბეს, ოღონდ პატიოსანად და ვერ შეძლო მეტი.(როგორ შეძელებდა დანაზოგი გადაედო, ან სად უნდა გადაედო, სად იყო მაგის ადგილი? სადაც იყო იქედან სახელმწიფომ გააქრო). ველი რჩევას! წინასწარ მადლობა
ეთერი
02 აპრილი 2013 23:42
ჟორჟოლიანი 2აპრილი
ბატონო მინისტრო რატომ არ ინტერესდებით მარტოხელა პენსიორდებით პენსია 125 ლარი საკმარისია/ავად გავხდი არქიმედეს პოლისი არაფერში არ მიიღეს არც ექიმი არც გადასხმა წამლები ხომ ზედმეტია მივმართე ნაძალადევის გამგეობას/ვცხოვრობ დადიანის 307/ ასევე სოციალური დაცვის სამინისტროში ჩაჩავამ უარი ყველგან უარი რას მივმართო/ბინა გავყიდო /
28 მარტი 2013 19:47
ბატონო მინისტრო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას ხომ არ ფიქრობთ?ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს.
kaxa
23 მარტი 2013 15:10
მოგესალმებით,გუშინ მე თვითონ დავრწმუნდი რომ ახალ შემოღებული დაზღვივის სისტემა (გადაუდებელი შემთხვევები)საკმაოდ კარგად მუშაობს.ჩემგან განსხვავებით ბევრს, ჩემს გარშემო ძალიან სკეპტიკური განწყობა ჰქონდა ამ პროგრამის მიმართ.თუმცაღა ყველასთვის მოულოდნელად ამ სისტემამ ისე კარგად იმუშავა რომ ყველანი სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით.დავიწყოთ სამინისტროს ცხელი ხაზით სადაც დავრეკე როცა წარმოიშვა პრობლემა და იქიდან მივიღე ამომწურავი სრული ინფორმაცია(ოპერატორმა საუბრის დამთავრების შემდეგ თვითონ კიდევ ერთხელ გადმოგვირეკა(!!!) და აღგვითქა დახმარება იმ შემთხვევაში თუ ადგილზე საავადმყოფოში შეიქმნებოდა რაიმე გაუგებრობა)თუმცაღა არავითარ პრობლემა არ შექმნილა არც საავადმყოფოში როცა მორიგე ექიმმა დასვა დიაგნოზი აგვიხსნეს რომ პაციენტი საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციას და ეს ოპერაცია სრულად ფინანსდებოდა.მხოლოდ პაციენტის პირადობის მოწმობა იყო საჭირო.ამის შემდეგ განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო სამედიცინო პერსონალს,ექიმებს და ექთნებს რომლებიც დიდი გულისხმიერებით და მონდომებით ჩაატარეს ყველა საჭირო პროცედურა.(რაც ძალიან მოულოდნელი იყო,ალბათ გაგიგონიათ ფრაზა რომელიც მე პირადადაც ბევრჯერ მითქვამს"ყველაფერს ეშველა მაგრამ მედიცინას არაფერი ეშველა") მინდა გითხრათ ბატონო მინისტრო ერთადერთი რაც სამწუხაროა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე გამოსწორდება ეს არის თვითონ ამ საავადმყოფოს შენობა(თბილისის გარეუბანი)იგი საჭიროებს საფუძვლიან რემონტს და მართლაც სავალალო მდგომარეობაშია . ამის გამო მედპერსონალს და პაციენტებს მუშაობა და მკურნალობა უწევთ რბილად რომ ვთქვათ მეტად მძიმე(!!!) პირობებში.გარდა ამისა აუცილებელია რომ მედ პერსონალის შრომის ანაზღაურება შეესაბამებოდეს მათ უაღრესად მძიმე და საპასუხისმგებლო შრომას რაც აუცილებელია რომ ჩამოყალიბდეს მომსახურების მაღალი სტანდარტი.და ბოლოს, ალბათ ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად გამიჩნდა სურვილი(სხვა დროს შენს სურვილს ვინ უყურებდა ყველა ხელებში გიყურებდა!!!!)ჩემი ნებით "პატივი მეცა" მედდებისათვის რომლებიც მთელი ღამე ძალიან გულისხმიერად და დაუზარებლად თავს ევლებოდნენ პაციენტს.თუმცაღა იმ მცირე ხაზს ვუსვამ მცირე შეიძლება ითქვას სიმბოლურ საჩუქარზეც მითხრეს უარი.სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მათ აქედან უთხრა დიდი მადლობა.ასევე დიდი იმედი მაქვს რომ ისინი მინისტრისგანაც დაიმსახურებენ მადლობას და წახალისებას,და თუ თქვენ(სამინისტრო) დაინტერესდებით დეტალებით და შემეხმიანეთ ელ.ფოსტაზე.დიდი მადლობა ყველას დაწყებული ცხელი ხაზის ოპერატორით და დამთავრებული ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ქირურგებით.
სოფიო კერესელიძე
22 მარტი 2013 14:29
მოგესალმებით ბატონო დავით, მე გახლავართ საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი და ილიას სახ. უნივერსიტეტთტან არსებული წმ. გიორგის სახ. აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი.
მე მქონდა ძალიან კონკრეტული წინადადება აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების დიაგნოსტირებას, შეფასებასა და აბილიტაციის სერვისის დაგეგმვასთან დაკავშირებით. აგრეთვე, ჩვენს მიერ მომზადდა კანონპროექტი საქართველოში აუტიზმის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვუილად ხელს შეუწყობს აუტიზმთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას. კანონპროექტს თან ახლდა გაიდლაინები, და იყო სურვილი ჩვენი მხრიდან გაცნობოდით ამ ინიციატივას და გვესაუბრა შექმნილი სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსავლისთვის.
პასუხად მივიღე სამინისტროდან, რომ ჩემს მიერ მოწოდებული მასალა და წინადადებები განსახილველად გადაეგზავნა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფს, რომელიც ჯერ , ჩემი ინფორმაციით არაა დაკომპლექტებული და არ შედგება ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტებისაგან, შესაბამისად ამ ჯგუფს, რომელიც ჯერ არ არსებობს, არ აქვს კომპეტენცია მსგავსი საკითხების შესწავლა/განხილვის. მე, როგორც დედა და ამ საკითხებზე აქტიურად მომუშავე პირი, უმორჩილესად გთხოვთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს ჩვენი შეხვედრა.
წინასწარ ვსარგებლობ შემთხვევით და ძალიან გთხოვთ, მობრძანდეთ ილიას სახ. უნივერსიტეტში, 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, ჩვენს მიერ დაგეგმილი ფილმის პრეზენტაციაზე. ფილმის პრეზენტაციის ადგილისა და დროის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას მოსაწვევის მეშვეობით.
წინასწარ დიდი მადლობა,
პატივისცემით სოფიო კერესელიძე
xatuna
21 მარტი 2013 18:19
ბატონო დავით,მაინტერესებს თუ იგეგმება ჯანდაცვის სამინისტროში რაიმე ცვლილება, რომელიც დაგვეხმარება უშვილო წყვილებს?მაგალითად მე მჭირდება ხელოვნური განაყოფიერება რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
გოგი
21 მარტი 2013 16:47
ბატონო მინისტრო, უბრალო, გასაგები ენით, გვითხარით:როდის იქნება ისეთი მედიცინა, რომ უფულობის გამო ხალხი აღარ დაიხოცოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები