"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო
"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო
"კვირის პალიტრის" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან, დიღმის ტყე-პარკში ხეების დარგვით დაიწყო. "პალიტრა მედიის" თანამშრომლებმა მუხის, ცაცხვისა და წაბლის 300-მდე ნერგი დარგეს.
როგორც "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი, გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, დღეს "პალიტრისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
"დღეს, 18 აპრილს 18 წლის გავხდით. ყველას ვულოცავ ამ დღეს - როგორც "პალიტრის" შემქმნელებს, ასევე - მკითხველებს. დღეს 300-მდე ნერგი დავრგეთ, რომ მომავალმა თაობამ აქ გასეირნებისას გაიხსენოს, რომ ოდესღაც ეს ხეები "პალიტრამ" დარგო", -
განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "პალიტრა მედია" სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. გამომცემლობა "პალიტრა L"-ი საპატრიარქოს თხოვნასაც შეასრულებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცემს 500 ცალ "ბიბლიას" და 1000 წიგნს მხატვრული ლიტერატურის კრებულიდან.
მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ვერსიის, ასევე
"პალიტრა მედიისა" და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის - "გადავარჩინოთ წიგნის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა.
მესაფლავე
18 აპრილი 2013 13:40
მივესალმები გამწვანების აქციას.რაც უფრო მეტი ხე დაირგვება მაგას რა ჯობია.უბრალოდ რო დარგავთ მიაქციეთ ხოლმე ყურადღება და ისე ნუ დატოვებთ :) ზოგი ველური ადამიანი ტეხავს და აფუჭებს.მორწყვაც ნუ დაგენანებათ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები