ბიბლია კვლავ გამოიცემა!
23-04-2013
ბიბლია კვლავ გამოიცემა!
თინათინ ასათიანი, გამომცემლობა ”პალიტრა L"-ის გენერალური მენეჯერი

 

22 აპრილს, გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად ქსელში გავიდა ბიბლია, რომელიც "პალიტრა L"-მა უკვე მეორე ტირაჟით გამოსცა. მოხდა ისე, რომ ერთ დღეში მთელი ტირაჟი გაიყიდა. რა თქმა უნდა, ბიბლია წიგნთა წიგნია, შესაბამისად ჩვენ ვიზრუნეთ, რომ ეს წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

დაფიქსირდა, რომ გადამყიდველებმა შეიძინეს გამოცემა გარკვეული რაოდენობით, ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ასეთ შემთხვევებს ვერ გავაკონტროლებთ.

თუმცა ჩვენ გპირდებით, რომ 4-6 კვირაში ბიბლიის ახალი ტირაჟი კვლავ გაიყიდება
გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად,  ისევ ხელმისაწვდომ ფასად, 15 ლარად.

რედაქტორის რჩევით