IRI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე სანდო და ყველაზე კითხვადი გაზეთი კვლავ "კვირის პალიტრაა"
29-06-2013
IRI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე სანდო და ყველაზე კითხვადი გაზეთი კვლავ "კვირის პალიტრაა"
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის მიხედვით, გაზეთებს შორის კვლავ "კვირის პალიტრა" ლიდერობს. შესაბამის რეიტინგში გაზეთ "კვირის პალიტრას" რესპონდენტთა 17 %-იანი მხარდაჭერა აქვს. შემდეგ ადგილებს იკავებენ გაზეთები: "ასავალ-დასავალი" - 8 %, "ალია" - 3 %, "ქრონიკა" - 2 %, "რეზონანსი" - 2 %, "ახალი თაობა" - 2 % და "გურია ნიუსი" - 1 %.

ქართულ გაზეთებს შორის "კვირის პალიტრა" ლიდერობს რეიტინგის იმ ნაწილშიც, რომელიც გამოცემების მიერ გავრცელებული ახალი ამბებისა და პოლიტიკური
ინფორმაციებისადმი ნდობის ხარისხს შეეხება. კითხვაზე: "რომელი ქართული გაზეთის ახალ ამბებს
და პოლიტიკურ ინფორმაციებს ენდობით ყველაზე მეტად?" პასუხები ასეთია: "კვირის პალიტრა" - 12 -14 % (12 % მას ყველაზე სანდო გაზეთად პირველ რიგში ასახელებს, 14 % - მეორე რიგში), "ასავალ-დასავალი" - 4-7
%, "ალია" - 1-2 %, "რეზონანსი" - 1-1 %, "ახალი თაობა - 1-1 %, "ქრონიკა" - 1-1 %, სხვა - 2-3.

კვლევა მიმდინარე წლის 17 მაისიდან 2 ივნისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საარჩევნო ასაკის მქონე 3 998 რესპონდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

რედაქტორის რჩევით