ინგლისური ენის შესწავლა დღითი-დღე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება - კვირის პალიტრა

ინგლისური ენის შესწავლა დღითი-დღე უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ხდება

ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მიერ საქართველოში ერთადერთი აკრედიტირებული სკოლა - ბრიტანული ცენტრი მსმენელთათვის სასიამოვნო სიურპრიზებით ხვდება 2013-2014 სასწავლო წელს და 10 სექტემრამდე ჩარიცხულ მსმენელებს ორთვიან 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს!

ინგლისური ენა, რომ მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ენადაა აღიარებული ეს 21-ე საუკუნის რეალობაა. ინგლისური როგორც მსოფლიო დიპლომატიის ენას წარმოადგენს, ასევე ის სართაშორისო კომერციისა და ბიზნესის საკომუნიკაციო საშუალებაა. მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანისთვის ინგლისური მშობლიური ენაა, დაახლოებით იმდენივე ადამიანისთვის ინგლისური წარმოადგენს მეორე ენას, ხოლო 1 მილიარდ ადამიანამდე ამა თუ იმ დონეზე ფლობს ინგლისურს, როგორც უცხო ენას. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სკოლებში ისწავლება ინგლისური ენა. ინგლისურის ცოდნა დღევანდელ მსოფლიოში ესოდენ მნიშვნეოვანი გახდა ვინაიდან ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ამ ენის ცოდნა არის ერთგვარი პასპორტი უკეთესი კარიერისთვის, სხვადასხვა სფეროში უფრო სიღრმისეული ცოდნის მიღებისთვის და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვისთვის. საქართველოშიც, როგორც მსოფლიოს სხვა პროგრესულად განვითარებად, თუ მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებში ინგლისური ენის ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით სურთ ინგლისურის შესწავლა, ზოგს აკადემიური თუ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგს კი სოციალური კომუნიკაციისა, თუ უცხოეთში მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად სჭირდება. მაგრამ ბევრს წარმოუდგენია, რომ უცხო ენის შესწავლა ძალზედ შრომატევადი და რთული პროცესია და სწორედ ამიტომ დიდი სურვილის მიუხედავად ბევრი ადამიანი ამას ვერ ახერხებს. გარდა ამისა ამ გრძელვადიანი პროცესს დიდ ხარჯებთან აკავშირებენ.

ბრიტანული ცენტრი საქართველოში ქალანის მეთოდის დანერგვის შემდეგ უკვე ათი წელია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უადვილებს ზემოაღნიშნული რთული გზის გავლას და ინგლისურ ენას ვიდრე სხვა სტანდარტული მეთოდებისგან განსხვავებით 4-ჯერ უფრო სწრაფად ასწავლის , რაც მსენელს შესაბამისად 4-ჯერ ნაკლები თანხა უჯდება. ქალანის მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ენის შემსწავლელი მეთოდია. საქართველოშიც მრავალმა ადამიანმა გამოსცადა ქალანის მეთოდის ეფექტურობა თავის თავზე და ბრიტანულ ცენტრში დაამთავრა ენის სწავლების სრული კურსი. 2013-14 სასწავლო წელს ბრიტანული ცენტრი თავის მსენელებს სთავაზობს ინგლისური ენის შესწავლას ქალანის მეთოდის სულ ახლახან მოდერნიზებული მასალებით.

2012 წლის მიწურულს ქალანის მეთოდის ორგანიზაციამ გამოსცა განახლებული წიგნები და აუდიო მასალები, რომლებიც მოიცავს ბრიტანული ინგლისურის ყველაზე თანამედროვე სიტყვათა და ფრაზეოლოგიური გამონათქვამების მარაგს. ძალზედ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქალანის მეთოდით სწავლებას დაემატა ინტერაქტიული ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომელიც მოდერნიზებულ სახელმძღვანელოებთან ერთად უმნიშვნელოვანესი რესურსია მსმენელთა ცოდნის პრაქტიკული გაღრმავებისთვის. აღნიშნულ ელექტრონულ პლათფორმასთან დაშვება მხოლოდ ქალანის მეთოდის ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სკოლების მსენელებს გააჩნიათ. ბრიტანული ცენტრი ერთ-ერთი პირველი სკოლაა მსოფლიოს იმ სკოლათა შორის, რომლებმაც მოიპოვეს ქალანის ორგანიაზაციის აკრედიტაცია და ის საქართველოში ერთადერთ აკრედიტირებულ სკოლას წარმოადგენს. რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მხოლოდ ბრიტანულ ცენტრში ხდება ქალანის მეთოდით სწავლების ყველა სტანდარტის დაცვა. დღეს საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავიანთ სამშობლოში მიიღოს იმავე ხარისხის ცოდნა უცხო ენაში, რომლის მისაღებადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ათასობით ადამიანი ჩადის ლონდონის ქალანის სკოლაში და ამაში კოლოსარულ თანხებს იხდის.

ბრიტანული ცენტრის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ის, რომ საქართველოში ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინგლისური ენის მაღალ დონეზე სწავლა. დღეს ბრიტანული ცენტრი მზადაა ხმამაღლა განაცხადოს, რომ სკოლაში სწავლების ხარისხი უმაღლეს დონეზეა აყვანილი, რასაც ბრიტანული მხარის მიერ შესაბამისი აკრედიტაციის მინიჭება ადასტურებს. აღნიშნული აკრედიტაცია გულისხმობს, იმას რომ სწავლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება ქალანის მეთოდის ორგანიაზაციის მხრიდან და ის შეესაბამება ლონდონის ქალანის სკოლაში არსებულ სტანდარტებს.

როგორც ცნობილია ქალანის მეთოდი გათვალისწინებულია ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვის. თუმცა ბრიტანული ცენტრი 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისიდანვე ბაშვებისთვის ნერგავს კემრიჯის უნივერსიტეტის უახლეს მეთოდს Cambridge Super Minds. მეთოდი შექმნილია 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის და დაფუძნებულია სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე. ეს უნიკალური შესაძლებლობაა ბავშვებისთვის საფუძვლიანად შეისწავლონ ინგლისური ენა და ამასთანავე განუვითარდეთ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითობა ჩამოუყალიბდეთ სწორი სოციალური ღირებულებები და სხვა. ვინაიდან მეთოდი სახელმძღვანელოებთან ერთად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლებაზეა დაფუძნებული, სწავლების პროცესს სახალისოს და ძალზედ საინტერესოს ხდის, რაც შესაბამისად ბავშვებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას და საუკეთესო შედეგებს გულისხმობს. ჯგუფების დაკომპლექტება ბავშვებისთვისაც 2 სექტემბრიდან იწყება.

ბრიტანული ცენტრი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა კურსებს, როგორიცაა სტივენ კოლინსის - Everyday English TOEFL-ის კურსი და სხვა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბრიტანულ ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ინგლისური ენის მრავალმხრივი პრაქტიკის კლუბი ELMP club, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან უცხოენოვანი სპეციალისტები. ბრიტანული ცენტრის მსენელთათვის აღნიშნული კლუბის წევრობაზე მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება დაწესებული.

ბრიტანული ცენტრის ყველა ფილიალი მუშაობას განაახლებს 2 სექტემბრიდან და 10 სექტემბრამდე ჩარიცხულთათვის აცხადებს ორთვიან 15% პროცენტიან ფასდაკლებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი

________________________________________

რუსთაველის გამზ. 36; ტელ.: 2989999; 2933878; info@britishcentre.ge

აღმაშენებლის გამზ. 189; ტელ.: 2941111; 2952222; info@britishcentre.ge