საქართველომ და ლიბერიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
საქართველომ და ლიბერიის რესპუბლიკამ 4 მარტს ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ლიბერია ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ გაეროს ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.

2010 წელს ეს უკვე მე-8 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს.
ლიბერიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან - მარჯონ კამარამ და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან - ალექსანდრე ლომაიამ დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე მოაწერეს ხელი.
სულ, გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს უკვე 130 სახელმწიფოსთან.

 

giga
06 მარტი 2010 00:07
ვითომ არაფერი,მაგრამ მიმაჩნია რომ აუცილებელია გაეროს წევრ ყველა სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიეთობის დამყარება,რათა არ მოხდეს მათ მიერ სამაჩაბლოს და აფხაზეთის აღიარება.სწორედ კონტაქტების არ არსებობამ გამოიწვია ის,რომ ვენესულამ და სხვა სახელმწიფოებმა აღიარეს სამაჩაბლო და აფხაზეთი.ისე სირცხვილია,როდესაც ისეთ ძლიერ და დიდ სახელმწიფოებთან როგორებიც ბრაზილია,სარი,ინდოეთი და ნიგერიაა დიპლომატიური ურთიეთობა არ გვაქვს,მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში კი ერთი საელჩოა!!!
tamada
05 მარტი 2010 20:30
ლომაიას გაკეთებული საქმისაც რა ვთქვა.ხომ ააყვავა და "გააკეთილშობილა" ქართული განათლების სისტემა,ეხლა გარეთ "გვიყვავებს" დიპლომატიურ ურთიერთობებს.უძაღლო ქვეყანაში კატებს რომ აყეფებენ,ისეა ჩვენი საქმე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები