საქართველომ და ლიბერიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს - კვირის პალიტრა

საქართველომ და ლიბერიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

საქართველომ და ლიბერიის რესპუბლიკამ 4 მარტს ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ლიბერია ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ გაეროს ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად.

2010 წელს ეს უკვე მე-8 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებს.

ლიბერიის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან - მარჯონ კამარამ და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან - ალექსანდრე ლომაიამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეზე მოაწერეს ხელი.

სულ, გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს უკვე 130 სახელმწიფოსთან.