სარედაქციო წერილი
04-11-2016
2016 წლის 3 ნოემბერს ვებპორტალ kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია "გარდენია"-ში 2 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შესახებ, რომელიც უკვე აღებულია საიტიდან.

გვინდა გაცნობოთ, რომ რესპონდენტ ბ-ნ ზურაბ შევარდნაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მომზადებისას ჟურნალისტმა დაუშვა შეცდომა, როდესაც "გარდენიაში" გაჩენილი ხანძრის მიზეზად დაასახელა, რომ, შეიძლებოდა ამაში დამნაშავე ყოფილიყო კომპანია "თელასი", რაც, როგორც აღმოჩნდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ვებპორტალი kvirispalitra.ge ბოდიშს იხდის გავრცელებული ინფორმაციისა და შექმნილი გაუგებრობისთვის.

რედაქტორის რჩევით