გაცოცხლებული ისტორიის ვირტუალურ დარბაზებში... - კვირის პალიტრა

გაცოცხლებული ისტორიის ვირტუალურ დარბაზებში...

26 ოქტომბერს თბილისში უჩვეულო სანახაობა მოეწყო. ხელოვნების სასახლის კედლებზე არნახული კომპიუტერული სანახაობა ვიხილეთ - ერთ დროს აგრაფინა ჯაფარიძისა და პრინც ოლდენბურგის კუთვნილი, ე.წ. სიყვარულის სასახლის კედლებს უზარმაზარი ეკრანის ფუნქცია დაეკისრა, რომელზეც კომპიუტერული სპეცეფექტებისა და ვიდეოინსტალაციის საშუალებით საზოგადოებამ ცნობილ ქართველ ხელოვანთა გაცოცხლებული შედევრები იხილა:

პეტრე ოცხელის ”მფრინავი მღებავი”, დავით კაკაბაძის ”იმერული პეიზაჟი”, ლადო გუდიაშვილის ”ცეკვა ქართული”, სოლიკო ვირსალაძის ”აბესალომ და ეთერი”. ვიდეოინსტალაციას ფონად გასდევდა მუსიკა, რაც სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. თითქოს ხელოვნების შედევრები  ცოცხლდებოდნენ და სასახლის დარბაზებში მოძრაობდნენ.

ინსტალაციის დროს გამოყენებული ყველა ნამუშევრის ორიგინალი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას განმარტებით, აღნიშნული აქციის მიზანია სასახლეში დაცული საგანძურის პოპულარიზაცია. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და ათენის აკროპოლისისა და რომის კოლიზეუმში ჩატარებული ვიდეოინსტალაციების მსგავსად მოეწყო. პროექტის იდეა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ღონისძიებათა დაგეგმვის კურსის სტუდენტებს ეკუთვნით.

კალანდიას თქმით, მან სიამოვნებით აიტაცა სტუდენტების იდეა და ხელი შეუწყო პროექტის განხორციელებას.

მუზეუმი 1927 წელს დაუარსებია დავით არსენიშვილს. შენობა ბევრად ადრე 1895 წელს აუშენებია აგრაფინა ჯაფარიძის მეუღლეს, პრინც ორენბურგს. ცოლის მოტრფიალეს შენობისთვის ”სიყვარულის სასახლე” შეურქმევია.

პროექტის საზეიმო გახსნაზე მოწვეული იყო მწერალი იგორ ობოლენსკი, რომელმაც პრინცისა და თავადის ასულის სიყვარულის ისტორიას წიგნი მიუძღვნა. მან აღფრთოვანება გამოხატა გაცოცხლებული ისტორიის გამო.

KvirisPalitra.Ge

საღამოზე მომსვლელთა ერთ ნაწილს ნიღბები ეკეთა, ისე, როგორც

1895 წლის სასახლის საზეიმოდ გახსნისას.

ნიღბებმა და 3D-ს ტექნოლოგიით გაცოცხლებულმა სანახაობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მცირეწლოვან მაყურებელზე მოახდინა, ბავშვებს აინტერესებდათ ცხოვრებდნენ თუ არა ეგაცოცხლებული `სულები~ მუზეუმის დარბაზებში.