რატომ ვეძალებით ”ხარისხიანად ნახმარს” ... - კვირის პალიტრა

რატომ ვეძალებით ”ხარისხიანად ნახმარს” ...

ჩვენს ქუჩაზე ახალი მაღაზია გაიხსნა, ევროპული!

ვიფიქრე, უბნელებს ვახარებ-მეთქი და ამ დროს მეოთხე სართულიდან დეიდა ნინამ ჩამომძახა, გაიგეო? - გავიგებდი, თბილისი ხომ პატარა ქალაქია და ამ პატარა ქალაქში, ევროპული მაღაზიების ფონზე, ორი "უზარმაზარი"  Georgian Fashion Week-ი და Tbilisi fashion week-ი იმართება...

დავინტერესდი, რა სარგებლობა მოაქვს ამ მოდურ გასართობ საღამოებს? რამდენი ადამიანი იმოსება საქართველოში ბრენდისგან მოწოდებული ექსკლუზივით, რამდენი ადამიანის სამოსს "ამშვენებს", პირობითად, "ავთანდილის", ან ნებისმიერი ცნობილი ქართველი თუ უცხოელი დიზაინერის იარლიყი. თუ უმრავლესობას, მაშინ რატომ იხსნება "პანტაპუნტით" თბილისის ქუჩების ყოველ კუთხეში (შუაშიც, თავშიც) Second Hand-ები? რატომ არის KvirisPalitra.Geრიგები მაზაღიებთან და რატომ ეძალება ხალხი "ხარისხიანად ნახმარ" ნივთებს?

აქ უჩვეულო თითქოს არაფერია, ახლა სწორედ იმ განსხვავებამდე მივდივართ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა და აქ დემოკრატიული ღირებულებები არაფერ შუაშია, გადამწყვეტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფასია და ის, თუ რისი ყიდვის უფლებას მივცემთ თავს და რისი - არა...

მოკლედ, ამ "გრანდიოზულ" შოუზე მომინდა წასვლა. არც მე ვიცი, როგორ და რანაირად მოვხვდი, მაგრამ მოვახერხე... მოხიბლული ვერ დავრჩი, ზოგიერთებივით: "ვაიმე, რა საოცრებაა", "ეს რა სასწაული ვნახეთ" - ისმოდა აქეთ-იქიდან.

იყო ერთი ჩვეულებრივი ჩვენება, რამდენიმე ”ხარისხიანი” გაელვებით. ”ხარისხიანად ნახმარი" ტანსაცმლის მაღაზიების რიგში მდგომთ კი მხოლოდ ერთი რამ "გვევალებოდა" - გულმხურვალე ტაში!

არადა, ასე ”ხარისხიანად” და ”ევროპულად” ჩვენი ქვეყნის ”ხარისხიანი” მოსახლეობის სამოცდაათ KvirisPalitra.Geპროცენტამდე იმოსება.

ჩვენს პატარა ქუჩაზე კი კიდევ ერთი (ალბათ მეხუთე), მაღაზია გაიხსნა, ევროპული! იქვე ღვინოც და არაყიც... გიხაროდენ!!!

ლელა მირცხულავა