საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის დაბნეულობაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის დაბნეულობაზე საუბრობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ სფეროს სცდება.

"ერთადერთი რაც მოვისმინე, იყო ის, რომ რამდენიმე პიროვნება აირჩიეს "რაღაცად". ამისთვის შეკირიბეს ეს ხალხი? აბსურდამდე მიდიან ჩვენი ოპონენტები. მათ მიერ გამოთქმული ფრაზები უფრო დაბნეულობის ბრალია, ვიდრე გააზრებული სქემის", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

წარმომადგენლობითი სახალხო კრებამ გუშინ საყოველთაო დამოუმორჩილობლობის კომიტეტების შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე დაამტკიცეს უნდობლობის ვერდიქტი, რომელითანც პრეზიდენტს - იმპიჩმენტი, ხოლო მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"