ირაკლი ალასანია - პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია - კვირის პალიტრა

ირაკლი ალასანია - პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია

პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია საკუთარი ხალხის წინაშე.

ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარმომადგენლობით სახალხო კრების შეფასებისას განუცხადა.

ალასანიას თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ ეს კრება იქნებოდა უპერსპექტივო.

"ხალხს უფლება აქვს, შეიკრიბოს და პროტესტი გამოხატოს. მე დიდ პატივს ვცემ ხალხის პროტესტს, თუმცა ეს გზა შედეგების მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. სხვა გზა არ არსებობს"-აღნიშნა ალასანიამ.

ირაკლი ალსანაიას აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხი სხვა ალტერნატივაში დაარწმუნოს, არაგულრწფელია.

მისი თქმით, დღეს მთავარია, პოლიტიკური პარტიები კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

"ეს ეხება ზეწოლას მცირე, საშუალო და სხვა დონის ბიზნესებზე, ასევე, უმუშევრობის ფაქტორს", - განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"