"ეროვნული ფორუმი" რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა სახალხო კრებასთან მუშაობას - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმი" რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა სახალხო კრებასთან მუშაობას

"ეროვნული ფორუმის" ლიდერმა, კახა შარტავამ პარლამენტის წინ დარჩენილ მხარდამჭერებს რამდენიმე დღე  სთხოვა  გადაწყვეტილების მისაღებად, გააგრძელებს თუ არა კრებასთან ერთად მუშაობას ”ფორუმი”.

შარტავამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ჯერ გარკვეული არ არის, კრებასთან ერთად რას გააკეთებენ.

მისივე თქმით, უნდა შეიკრიბოს სათათბირო ორგანო, სადაც ეს საკითხი გადაწყდება. ამასთან, ”ფორუმმა” უარი თქვა ტელევიზიისკენ მსვლელობაში მონაწილეობაზე. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვალა, სადაც სახალხო კრების ორგანიზებული აქციების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"