სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიტინგმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა - კვირის პალიტრა

სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიტინგმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა

სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიტინგმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადაინაცვლა.

ამ დროისთვის კოსტავას გამზირის საავტომობილო ნაწილი ცალმხრივად არის გადაკეტილი. მომიტინგეთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება.

როგორც მიტინგზე გოგი ქავთარაძემ და ეკა ბესელიამ განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვენ, წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციების პირდაპირ ეთერში გადაცემას.

ეკა ბესელიას განცხადებით, პირდაპირი ეთერი აუცილებელია, რადგან საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რა მიზნებს ემსახურება წარმომადგენლობითი სახალხო კრების აქციები, მოსახლეობაში გაიზარდოს პასუხისმგებლობა და უკვე ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს იმ გეგმების განხორციელება, რაც სახალხო წარმომადგენლობით კრებას აქვს.

"ინტერპრესნიუსი"