საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან რუსი მაიორი ევგენი ბორისოვი დგას - კვირის პალიტრა

საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან რუსი მაიორი ევგენი ბორისოვი დგას

შსს-ს ინფორმაციით საქართველოში მომხდარი აფეთქებების უკან რუსი მაიორი ევგენი, იგივე ჟენია ბორისოვი დგას.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამნაშავეთა ჯგუფს დავალებას აძლევდა მაიორი ბორისოვი. იგი უკვეთავდა, აფინანსებდა ასაფეთქებელ ნივთიერებების შეძენას, ფულს უხდიდა.

ეკა ზღულაძის განმარტებით, მათ შესაბამისი მტკიცებულებები მოეპოვებათ. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ტელეფონის ნომერი, რომლითაც მაიორი ბორისოვი უკავშირდებოდა დამნაშავეთა ჯგუფს.

ზღულაძის განცხადებით, კიდევ მზადდებოდა აფეთქებებია. ამაზე მიუთითეს ის, რომ მათ აღმოაჩინეს 13 ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მაიორი ბორისოვი აფხაზეთის განლაგებულ სამშვიდობო ძალებში მსახურობდა.

შს მინისტრის მოადგილის ცნობით, ყველა დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

შსს-მ 4 დეკემბერს საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებში ბრალდებული 6-კაციანი ჯგუფი დააკავა, ორი პირი კი იძებნება.