ლიკანის სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას მისი ვაჟის ოპოზიციონერობას უკავშირებს - კვირის პალიტრა

ლიკანის სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებას მისი ვაჟის ოპოზიციონერობას უკავშირებს

ლიკანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გოგალაძე თანამდებობიდან გათავისუფლებას მისი ვაჟის, ვასილ გოგალაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

როგორც ამირან გოგალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ ლიკანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, არჩილ მიქელაძემ დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლაში გენინსპექცია შევიდოდა.

"დაბნეული ჩანდა და მითხრა, არ მკითხო ვინ დამავალა და რატომო; აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ჩავედი განათლების რესურსცენტრში და დავწერე განცხადება", - თქვა მან.

გოგალაძის ინფორმაციით, მისი ვაჟი, რომელიც 9 თვის განმავლობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, ივნისში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სახალხო კრების საქმიანობაში ჩაერთო.

ამირან გოგალაძე ლიკანის საჯარო სკოლას 13 წელი ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსი"